ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რადგან დღეს მეორმოცე დღეა, ვფიქრობ დაჯიმ უკვე იპოვა ადგილი, სადაც თავს უფრო კარგად იგრძნობს, ვიდრე ბოლო დღეებში იყო აქ, ამ სამყაროში.
არავინ მოგატყუოთ რომ დედის გაქრობას თქვენი ცხოვრებიდან, დრო ნაკლებად მტკივნეულს გახდის, ან, ამით ცხოვრება მარტივია. პირიქით, მგონი რაც დრო გადის უფრო რთულია.
რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ხშირად უთხარით მშობლებს რომ გიყვართ. ამ ბოლო დროს, ყველაზე ხშირად მახსენდება, როგორ დავუკოცნე დალურჯებულ ხელები თითქმის ბოლო დღეებში და როგორ იძახდა ნანუკას, ყველაზე მძიმე წუთებში.
ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ მთავარია, ჩემი იმედი ბოლომდე ჰქონდა.”
კომენტარები