“ტრიბუნას ” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებას ბანკებისთვის გადასახადის გაზრდის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ გზით მთავრობა ბანკების ხელშეწყობოთ ხალხს ძარცვავს.
ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, გაზრდილმა გადასახადმა ბანკები აიძულა საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო გაეზარდათ, რამაც საბოლოოდ, ისევ ხალხის ჯიბეს დაარტყა. ყველაზე მეტად კი ეს ემიგრანტებსა და პენსიონერებზე აისახა.
,,თითქოს სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღეს, ბანკებს ამხელა მოგება არ უნდა ჰქონდეთო და მოგების გადასახდი გაუზარდეს, რასაც ბანკებმა საპროცენტო განაკვეთის 40-50 % -ის გაზრდით უპასუხეს. ამას ემატება მომსახურების პროცენტები, გაზრდილი საკომისიოები და ფინალში გამოვიდა, რომ ისევ ხალხი იძარცვება და ისჯება.
ყველაზე მეტად მაინც ემიგრანტები და მათი ოჯახები იძარცვებიან, მითუმეტეს, ხელოვნურად დაწეული ლარის კურსის ფონზე. და პენსიონერები! ყოველი ტრანზაქცია ბანკში მათ მინიმუმ 20%-ს ატოვებინებს!, -ამბობს დავით ჭიჭინაძე.
tvpirveli.ge
კომენტარები