მსოფლიოს 58 ქვეყანაში ე.წ. მაიმუნის ყვავილის 6000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
WHO-ში ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომიტეტი მომდევნო საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც იმსჯელებენ, უნდა გამოცხადდეს თუ არა ეპიდემია გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად. შემდეგი შეხვედრა 18 ივლისის კვირაში უნდა გაიმართოს.
კომენტარები