• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგ

ალია ავტორი - ალია
16:55 02-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358

სემეკის წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე (ERRA) მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა.

კონფერენცია გაიმართა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)-ს ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მაია მელიქიძემ ისაუბრა ქალთა როლის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სექტორში.

„საქართველო ახლა იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. პირველი, ის, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, კერძოდ „ვიზუალ კაპიტალისტის“ მიერ საქართველო პირველად მოხვდა მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე. შესაბამისად, განახლებადი ენერგიები უკვე არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.

მეორე ის, რომ 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი. ამ და სხვა ღონისძიებებში ქალების გააქტიურება არის გადამწყვეტი – ქალის, როგორც გადაწყვეტილების მიმღების, პოლიტიკის შემქმნელის, ინჟინერის, მეცნიერის, წარმატების ფორმულის დამწერის. ახლა უკვე დროა, რომ ქალებმა ენერგეტიკაში ეს შანსი გამოვიყენოთ. ძალა ერთობაშია. ქალებმა მხარდამხარ უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

➡️კონფერენცია „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზაციას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების გაცნობასა და ენერგეტიკაში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცებისთვის ცნობიერების ამაღლებას ქალთა ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმო ინოვაციურ ტექნოლოგიებში ქალთა შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმების პერპექტივებზე დისკუსიას.

თეგები: მაია მელიქიძესემეკიქალები ენერგეტიკაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved