• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღლაფერიძე ადასტურებს, რომ დარბევის ღამეს საეთეროში შევიდა

ალია ავტორი - ალია
18:24 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,275

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხმაურიანი სხდომა დასრულდა – დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მიმდინარეობისას, ვასილ მაღლაფერიძემ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის განცხადება დაადასტურა.

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ მაშინ, როდესაც საპოლიციო ძალები ძალადობრივი მეთოდებით მშვიდობიან დემონსტრანტებს უსწორდებოდნენ, თავად ტელევიზიის საეთეროში იმყოფებოდა.

“საეთეროში შევდიოდი, რადგან ბევრი კადრები მოდიოდა და დაგვენახა აქეთ-იქიდან როგორ იყო” – ამტკიცებს “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ვასილ მაღლაფერიძე.

საეთეროში სულ ორჯერ ვიქნები ნამყოფი. ერთხელ რომ გაკეთდა, მესამე სართულზე რომ გამოიტანეს და დამაინტერესა, მეორეჯერ მართლაც ვიყავი. სწორი ინფორმაცია აქვს და სწორად მიაწოდეს. ეს იყო აქციის პირველი დღე. საეთეროში შევდიოდი, რადგან ბევრი კადრები მოდიოდა და მთლიანად დაგვენახა აქეთ-იქიდან როგორ იყო. ის ჩართე, ეს ჩართე, მე ამის კომპეტენცია არ მაქვს, ეს მის სინდისზე იყოს”, – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე. 

3-4 თებერვალს პირველ არხში შეხვედრები გაიმართება. ორშაბათს საზმაუს მცველები ბორდის წევრებთან გამართავენ აუდიენციას, ხოლო სამშაბათს საზოგადოება შეხვდება მენეჯმენტს.

ჩვენ გვინდა ეთერი. ჩვენ მოვითხოვთ ეთერს. ორშაბათს, 14:00 საათზე იქნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც მცველები მოვალთ და დავილაპარაკებთ ბორტთან. სამშაბათს მენეჯმენტთან იქნება გაფართოებული შეხვედრა”, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა – თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და ბორდის სხვა წევრებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანთა აზრის მოსმენა უწევდათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ “პირველი არხი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს.

სხდომაზე პირველი არხის მენეჯმენტის წინაშე მამხილებელი განცხადება “მოამბის” წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკეთა. ჟურნალისტმა, რომელიც მოშიმშილე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ვასილ მაღლაფერიძე კანონის დარღვევაში  დაადანაშაულა. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევდა, მაღლაფერიძე საეთეროში იმყოფებოდა, რისი უფლებაც მას არ აქვს.

დარბევის კადრები ვასიკო მაღლაფერიძემ დაბლოკა და ეთერში არ გაუშვა? – სკანდალური განცხადება ბორდის სხდომაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved