• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგდა, სი ფოჩო, შე ბატო!” – კომენტარი, რის გამოც როსტო ზარანდია ციხეში გაუშვეს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:00 07-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ გამოაცხადა.

აქტივისტს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა, მაგდალენა თოდუამ უჩივლა.

აქტივისტმა თოდუას “ბატი” უწოდა.

სოციალურ ქსელში, როსტო ზარანდია, წერს:
მოგიყვებით და მერე გავემზადები უსამართლოში წასასვლელად.
ოქმი შედგენილია ცხრა აპრილს მომხდარ ამბავზე.
ცხრა აპრილს, მემორიალთან ღამენათევები დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, დაგვარბიეს ღიპა და ოფლისსუნიანმა მილიციელებმა(ფაქტს აღვწერ). უხმოდ ვიდექით ბანერებით. მოვიდნენ ჯერ მორიდებულად, იცოდნენ თავადაც, რა უხერხული დავალებაც ქონდათ, მაგრამ როცა უფროსი მონდომებით აყვირდა, ქვეშევრდომებს უბრძანა “დავაი, დორაჸი” ( პირუტყვებზე ითქმის ასე სამეგრელოში-ქუდურაჸი, დორაჸი(გადენე)) ესენიც “გამოფხიზლდნენ”. წააქციეს ქალი, რომელიც იმ ცხრა აპრილის ტრაგედიას გადაურჩა და ამ ცხრააპრილს მიაღებინეს ტვინის შერყევა. ეჯაჯგურნენ ფეხმძიმე ქალს, გვაფურთხა (ბუკვალურად) ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. იყო გინებაც მისი მხრიდან. მოკლედ უნდა მოვყვე და აღარ გავაგრძელებ დეტალებს.
ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყვეს, რომ ეს აიპებში სახელდახელოდ და ნაცადი ტექნიკით შეგროვებული ხალხი მისულიყვნენ მემორიალთან და მწუხარე სახით ეპოზიორათ, რათა შემდეგ ეგ ფოტოები მაგდალინას და მისთანა პიარგამლამაზებლებს ეფრიალებინათ, თუ როგორი პატრიოტები გვყვანან ბოსები.
სიჩქარეში, ვერ მოახერხეს ამ დანაშაულის ფოტოებით შელაზება, რადგან ფოტოზე გამოჩნდა დროშები (ერთ-ერთი აშშ-ს), რომელიც ჩვენი გადათელვის შემდეგ გადააგდეს და ბუჩქზე ეგდო, მემორიალის უკანა ფონზე.
ვუწერდით კომენტარებს ამ პოსტებზე ამ უსამართლობით აღშფოთებული მოქალაქეები და ეს რეალობის გამყალბებლები შლიდნენ ბეჯითად.
რამდენიმე ასეთი კომენტარია ჩემი,
“მაგდა, სი ფოჩო, ირფელ აგოსკიდუნ თის ფირქენქო? შლი ამ კომენტარებს იმიტომ რომ ამ პოსტის დადების საშუალება რომ მოგცემოდა ჩვენი თავი აცემინეთ, შე ბატო! შენ ასწავლი მოზარდებს სამოქალაქო საზოგადოება როგორია? შენ ხარ გამყალბებელი პედაგოგი. რეალობას აყალბებ, არჩევნებს აყალბებ. დამნაშავე ხარ მაგდალინა თოდუა.”
ამაზე ამბობს, რომ გული გაუხდა ცუდად ჩემი კომენტარების გამო, დარწმუნებული ვარ, ეს არ ხდება მისი ინიციატივით და ბოსების დავალებას ასრულებს.
დღეს, სამ საათზე უსამართლე ირაკლი აბშილავა გადამიწყვეტს მომავალ რამდენიმე დღის განრიგს და გარწმუნებთ, არც მერე შემეცვლება მაგდალინაზე და მისთანა გამყალბებლებზე პირადი წარმოდგენა.
ქოცეფიშ გურიშ გუმასოფალ ვორექ!
შეიძლება იყოს შუქპირი და ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved