• რეკლამა
  • კონტაქტი
00:47, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხოდა, იცით რას გეტყვით, ქოცო ქალებო?!” – მაგდა მამუკაშვილი

ალია ავტორი - ალია
06:25 06-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
მაგდა მამუკაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
1,212

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

ჯერ ხომ დახელფასებული და დასავლეთის აგენტი მეძახეს, ახლა ხან თამარა წულაია და ხან ნინუცა ონიანი (სიძულვილის ენის შემოქმედი ქოცები) წერენ ვიდეოებს ჩემზე, რომ მე ვარ ჯიბეგაღლეტილი ადამიანი, ბერას დაორგანიზებულ კონცერტზე ამიტომ ვერ მივდივარ და მშურს, ღირსი ვარ რომ სამსახური არ მაქვს და ისიც კი იკადრეს, რომ ეთქვათ, მაგას ბავშვები ჰყავს მშიერიო. აი რა იციან, ჩემი შვილები რას ჭამენ?!

ხოდა იცით რას გეტყვით, ქოცო ქალებო?! მე ამ ცხოვრებაში ყველანაირი ეტაპი გამივლია, გამივლია გაჭირვება, გამივლია დიდი წვალება, გამივლია პრივილეგირებული ცხოვრებაც და არ ყოფილა მიზანი, დამესახოს და არ მიმეღწიოს. არ არსებობს სურვილი, რომელსაც ვერ ავიხდენ, ეს მაქვს გააზრებული თავდაჯერებულად, რადგან მე მაქვს იშვიათი უნარები, რაც პროფესიონალ ადამიანს სჭირდება და ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში მივაღწიე ჩემით, ოღონდ მართლა ჩემით და არა თქვენი ბელადის შვილივით.

კი იმ მიზანსაც მივაღწევ, რომ თქვენს მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური ორგანიზაცია ჯერ დაემხობა და მერე აიკრძალება, აგეკრძალებათ თქვენც სიძულვილის ენის გავრცელება და მართლა საქმეს მონახავთ, რამეს გააკეთებთ, ეს მოგიწევთ, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ.

რაც შეეხება აქციაზე მდგარი ადამიანების რაოდენობას, თქვენ მაგაზე ნუ ინაღვლებთ, ყოველთვის საქართველოში რეპრესიების დროს ერთეულები იღებდნენ ხმას. 2024-ში დიდი აქციები იყო, მაგრამ კაბალური ჯარიმების, ტროტუარზე დგომის გამო დაჭერების, ძალადობის, შევიწროების, ტერორის, მუქარების, მიგზავნების წყალობით ხალხი დაშინდა, თორემ თქვენ კი არ შეუყვარდით, ან თქვენი უზრდელური და სიძულვილით სავსე საუბარი კი არ მოეწონათ?!

დღეს დავუწერე ერთს კომენტარად და აქაც გავიმეორებ, მწერალი ბევრი იყო, მაგრამ მიხელ ჯავახიშვილი დახვრიტეს, პოეტი ბევრი იყო, მაგრამ ტიციან ტაბიძე დახვრიტეს, რეჟისორი ბევრი იყო, მაგრამ სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, მხატვარი ბევრი იყო, მაგრამ პეტრე ოცხელი დახვრიტეს. არ მგონია ეს სახელები რამეს გეუბნებოდეთ, მაგრამ დაგუგლავთ, იმედია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved