ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“Nino Tsilosani რადგან ელექტრონულ ფოსტაზე არაფრით მიპასუხეთ; რადგან ვიღაცამ გირჩიათ, სხვებისთვის სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ გეპასუხათ, მაგ ეშმაკობას ახლავე დავუსვამ წერტილს. მე თქვენთვის არ მიკითხავს სისხლის სამართლის საქმის შესახებ. მე გეკითხებით, რა ხდება გარეჯის დაბრუნებასთან დაკავშირებით. სხვებმა ასევე გკითხეს – გარეჯზე რა ხდებაო. კარგად იცოდით, რასაც გეკითხებოდნენ, მაგრამ გვერდი აუარეთ. მე კონკრეტულად მოგწერეთ. მეილიდან აქვე დავაკოპირებ ჩემ მიერ გამოგზავნილ ტექსტს.
მე, როგორც მოქალაქე და ჟურნალისტი, მოვითხოვ დეპუტატისგან, რომელსაც ხელფასს ვუხდი, გამცეს პასუხი.
●
16 ნოემბერი.
ქალბატონო ნინო, სალამი. გაწუხებთ მოქალაქე და ჟურნალისტი ვახო სანაია.
ჩემი წერილი ეხება გარეჯის საკითხს.
მსურს, შეგახსენოთ თქვენი განცხადება, რომელიც თარიღდება 2020 წლის 8 ოქტომბრით.
სტილი დაცულია :
,,ფაქტი იმდენად მძიმეა, საქართველოსა და სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფასა და ამ ინტერესების დარღვევასთან დაკავშირებით, რომ ვფიქრობ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ საბოლოო გავიგოთ სიმართლე, რა მოხდა და რატომ მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ამხელა ფართობის მიზანმიმართულად ან თუნდაც შეცდომით რუკებზე ასახვა“
შეგახსენებთ თქვენს კიდევ ერთ განცხადება, რომელიც თარიღდება 2021 წლის 6 მაისით. თქვენ შეაფასეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში”
სტილი დაცულია : იცით, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც მათ შორის ერთ-ერთი საკითხი აღნიშნული თემა იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყო აღმოფხვრილი ის სავარაუდო რისკები, რომელიც დავით გარეჯის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით არსებობდა”
რადგან გარეჯის საკითხით დაინტერესებული ხართ, გაღელვებთ და საჯაროდაც ლაპარაკობთ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როდის გადწყდება გარეჯის საკითხი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს საკითხი თქვენი პარტიის დაპირება იყო. გავიდა წელიწადზე მეტი და პრობლემა არ არის გადაჭრილი.
გთხოვთ, ნუ შემოიფარგლებით ფორმალური პასუხით ან ნუ გადამამისამართებთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან. მე თქვენი, როგორც პარლამენტის წევრის, პასუხი მჭირდება.
პატივისცემით, ვახო სანაია.”
კომენტარები