• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადლობის” წერილი ილია ჯიშკარიანს! – ანა კოლ–შიმშილაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:36 11-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,533

ქართველი ებრაელი, ექიმი, ანა კოლ–შიმშილაშვილი:

მადლობის წერილი ილია ჯიშკარიანს!
ეს გოგონა კი ჩემი საუკეთესო თბილი, უსაყვარლესი უმცროსი მეგობარია: თამთა თოდაძე ❤️
მადლობა ილია ჯიშკარიანს!
მადლობა შენ რომ ამ პატარა, უმწეო, სუსტი არსებისგან საქართველოს გამოუზარდე უძლიერესი ქალთა ლიდერი!
მადლობა შენ რომ ჩემი ციცინათელა, მუდამ მომღიმარე გოგო დღეს ასწავლის სხვა ქალებს – როგორი უნდა იყოს ქალი!
მადლობა შენ რომ გამოამჟღავნე შენი და შენნაირების ნამდვილი სახე!
მადლობა შენ რომ გამოამჟღავნე თავად მოძალადე შვილების გამზრდელ ქალთა სახე!
შენ გგონია არ გიცნობ, ჯიშკარიანი , მაგრამ ვიცნობ თამთას, ამიტომ გიცნობ შენც!
ჯიშკარიანი, ჩემმა მეგობრებმა ნახეს საკუთარი თვალით შენი ნაცემი თამთა, შენი დასახიჩრებული თამთა, შენი დასისხლიანებული თამთა!!!
ნახეს ჩემმა მეგობრებმა!
რა იყო, ჯიშკარიანი, არ იცი რას ნიშნავს “არა”?
სხეულზე ჭრილობები შეუხორცდა, მაგრამ აი, მისი სულის ჭრილობები არასდროს არ შეხორცდება, არც ჩემი, არც მისი მეგობრების და არც ქალების, სანამ მოძალადე გამართლებული იქნება!
გამართლებული? არა და ყველამ ვიცით რომ დამნაშავეა! ყველამ!! მთელმა საქართველომ!..
მაგრამ სამარცხვინო სასამართლომ გაამართლა!
იმ დღის შემდეგ ძალიან გაიზარდა თამთა, ძალიან!!
ვიცი , ბევრი კეთილისმსურველი გამომიჩნდება პირად ჩატში, როგორც წარსულში არაერთხელ, ვინც მეტყვის ავიღო პოსტი, მაგრამ არ ავიღებ, წინასწარ გეუბნებით!
ბევრი თამთა საქართველოს!
და ვინაა ჩემს თვალში ჯიშკარიანის დამცავი ადვოკატი ქალი?
თავად ძალადობის მსხვერპლი, რომელიც იგივე მენტალიტეტით გაზრდის მოძალადე შვილებს!
ვინ არიან ქალები, რომლებიც ამბობენ: “თუ ქალმა სიგნალი არ მისცა” კაცი არაფერს იზამს? – ისინი არიან თავად ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებმაც არ იციან თუნდაც საკუთარ ქმრებს უთხრან არა!
ფურთხის ღირსია ის სასამართლო, სადაც მოძალადე გამართლებულია! ფურთხის ღირსია ის მოსამართლე, მით უმეტეს ქალი , ვის მიერ მოძალადე გამართლებულია!
სირცხვილია! სირცხვილი!
თამთა არ გაჩერდება!
თამთას ჰააგის სასამართლო გაამართლებს და ეს უკვე იქნება ქვეყნის დიდი სირცხვილი!
მსოფლიო გაიცნობს ქვეყანას, სადაც ქალებზე მოძალადე გამართლებულია.
ეს უკვე იქნება ჩვენი ქვეყნის სამართლის სახე!
გონს მოეგე, საქართველო!
სანამ ქვეყანა “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის” პიზიციაში იქნება- არაფერი არ გვეშველება!
თუ გაჩუმდები – ხვალ შენი ჭირი იქნება , იცოდე!!!!
….
ცნობისთვის კი:
2019 წლის 30 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა თავისი ბიუროს თანამშრომელ, თამთა თოდაძეზე.
თამთამ პოლიციას იმავე დღეს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, ჩადენილს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2022 წლის 20 მაისს, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა ილია ჯიშკარინი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
2022 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა !
http://

 

 

თეგები: ანა კოლ-შიმშილაშვილითამთა თოდაძეილია ჯიშკარიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved