• რეკლამა
  • კონტაქტი
11:34, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადლობა თეა წულუკიანს… დასავლეთში მეტი შესაძლებლობაა” – რატომ ტოვებს თამარ ივერი საქართველოს

ალია ავტორი - ალია
21:44 01-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,352

საოპერო მომღერალი – თამარ ივერი “კვირის პალიტრასთან” ქვეყნის დატოვების მიზეზებზე საუბრისას, ამბობს:

 

ჩემს მეუღლეს ამერიკაში ოჯახის წევრები ჰყავს – დედა, და, ბიძაშვილები და ბევრი ახლობელი… თუმცა, ამ ეტაპზე ამ თემას არ განვიხილავ. ევროპაში, მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, მომავალშიც წავალ.

ბათუმში შესანიშნავი ფესტივალი, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი დავაარსე, რომელმაც სექტემბერში ტრიუმფალურად აიღო სტარტი და შედეგად, რამდენიმე გამარჯვებული უკვე ევროპაში – იტალიასა და ამერიკაში გაემგზავრება, შემდგომი განვითარებისათვის. ამრიგად, ჩემმა ოცნებამ და ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო, თუნდაც ერთ და ორ ახალგაზრდას რომ გაუმართლებს და მისი ნიჭისა და ამ კონკურსის წყალობით სადღაც გავა, ჩემთვის ეს სასიხარულოა და კონკურსი შედგა, მისი მისია შედგა. კონკურსი მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება.

მადლობელი ვარ, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მენდო და ამდენად დიდი პროექტი მომანდო…

ბოშათა ცხოვრებას რომ მივდევდი, “ჩემოდნებზე ვიჯექი”, უცხოეთში ვმღეროდი, რასაც გამოვიმუშავებდი, ჩამოვდიოდი და საქართველოში ვხარჯავდი. ახლა ოჯახი მყავს და ძველებურად ვეღარ ავიყრები, თბილისიდან გასტროლებზე სასიარულოდ… დასავლეთში მეტი შესაძლებლობაა, ჩემი თავის რეალიზება რომ შევძლო. საქართველოში მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, რაც 70 წლის ასაკშიც შემიძლია გავაგრძელო…

ძალიან გული მწყდება, რომ თბილისში ამის (სცენაზე დაბრუნების) შესაძლებლობა არ არის. იმიტომ გვისწავლია და გვიშრომია, სანამ ახალგაზრდები ვართ, მაქსიმალურად ბევრის გაკეთება შევძლოთ.

დღეს ძალიან პოლიტიზებულია ჩვენი ქვეყანა და წლები ასე გადის… მე, დაახლოებით, ათი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში, რადგან დედა ავად მყავდა და მას ჩემი გვერდით ყოფნა სჭირდებოდა. შემდეგ ბავშვები შემეძინა და მსურდა, ქართველებად გამეზარდა. ქართული სცოდნოდათ და მშობლიური ყველაფერი შეესისხლხორცებინათ. უკვე ნამდვილი ქართველები არიან და სადაც უნდა წავიყვანო, ასეთებად დარჩებიან. საოცრად უყვართ თავიანთი ქვეყანა, ადამიანები, თანატოლები, ცხოველები და ყველაფერი, რაც კარგ ადამიანს უნდა უყვარდეს.

 

„დავიღალე, რამდენი წელია, მესმის „ნაცი“, „ქოცი“. მინდა, სხვა ცხოვრებით ვაცხოვრო შვილები“ – თამარ ივერი საქართველოდან მიდის

თეგები: თამარ ივერითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved