• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადლობა შტადლერის მატარებელს, მას რომ არ ჩაევლო ზუსტად იმ დროს, როცა ეს კაცი თურმე ურეკიდან ბათუმში მიდიოდა…” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
00:19 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ჯერ ერთი, ძალიან დიდი მადლობა შტადლერის მატარებელს. მას რომ არ ჩაევლო ზუსტად იმ დროს, როცა ეს კაცი თურმე ურეკიდან ბათუმში მიდიოდა, ამ დრომდე არ გვეცოდინებოდა, საერთოდ გვყავს თუ არა იუსტიციის მინისტრი და სახელად და გვარად რატი ბრეგაძე ყოფილა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მთავარი სხვა რამეა – წარმოგიდგენიათ, როგორ ატრიალებს თავს, რომ მხოლოდ ბიძინას რაღაცებს ხედავს ?! უბრალოდ, სხვა რამის ნახვა არ შეუძლია. აბა ურეკამდე ჩახვიდე, მერე ურეკიდან ბათუმამდე და სხვა ვერაფერი დაინახო, ხო წარმოგიდგენიათ, რა ხდება ამ დროს ადამიანის აღქმაში.

მაგრამ ეს მეორე აბზაცი მთლიანად ტყუილია. სინამდვილეში ყველაფერი უფრო პროზაულია – ასე დაავალეს და გაიმეორა. უმარტივესია.

● იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მინდა მოვიყვანო იმისა, თუ რა გაკეთდა და ბუნებრივია, დასკვნები შემდეგ თქვენ გამოიტანეთ. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც მაქამდე არ იყო და უცებ, გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი, იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა შლაგბაუმი და დავიძარი ბათუმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს დავინახე დენდროლოგიური პარკი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც ხეების გადმოტანა მიმდინარეობდა. დღეს კი გვაქვს უმშვენიერესი პარკი, რომელიც მართლაც, რომ საოცრება არის. გავიხედეთ მარცხენა მხარეს და დავინახეთ მუსიკოსების პარკი, სადაც უამრავი ტურისტი, მართლაც რომ გაოცებული იყურებოდა. კიდევ მინიატურების პარკი და ბლექ სი არენა და ახალი გზით წავედით ბათუმისკენ და ახალი ავტობანით, სულ რაღაც 15-20 წუთში ვიყავით ბათუმში.

აი, ეს არის, მეგობრებო, ის ნათელი ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით. უბრალოდ, განსხვავებით წინამორბედებისაგან არ ახდენს ამის დამადლებას, იმიტომ, რომ ამით ჩვენ თავი კი არ უნდა მოვიწონოთ, არამედ, უბრალოდ, გაბარებთ ანგარიშს.”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved