პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
“მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ გახარიას ნდობისა და იმ მუშაობისთვის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად გავწიეთ”, – აცხადებს აქიაშვილი ფორმულასთან.
გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.
კომენტარები