საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა:
„ოპოზიცია თუ ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, აღარ მეგონა. არ ვიცოდი, როგორც ჩანს, გამომრჩა. რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა, რომ არის ოპოზიცია“
“ალია” შეგახსენებთ, სიტყვა “ლუზერი”, რომელსაც მინისტრი საუბრისას იყენებს, ბარბარიზმია და ქართულ ენაში მისი შესატყვისია ხელმოცარული, უხეირო.
კომენტარები