• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლუციფერი, მკვლელი კალაძე უნდა გადადგეს” – აქცია მერიასთან

ალია ავტორი - ალია
18:51 01-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან მოქალაქეები იკრიბებიან – ადგილზე მისულმა ადამიანებმა სიმბოლურად 16 სანთელი მიიტანეს და ამ ჟესტით დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ კახა კალაძის უწყებამ ვერ დაიცვა უსაფრთხოების ზომები და თავიდან უბედური შემთხვევა ვერ აირიდა.

“სიკვდილით სავსე ქალაქი”, “ლუციფერ კალაძე, დემენტორ ბიძინა” – ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ ადამიანებს ადგილზე მიტანილი და თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ.

ვუსამძიმრებ ოჯახს. ყველა სიტყვა და ემოცია ზედმეტია. ახალგაზრდა მოზარდი დაიღუპა და ეს არის ტრაგედია. რაც შეეხება მერიის პასუხისმგებლობას. განცხადება სრულიად სამარცხვინო და არაადეკვატურია. მერე რა, რომ კერძო კომპანია. კარგად გავიხსენოთ, რომელიც კერძო კომპანიის არის, ხიდაშელის. ხიდაშელი მათთან დაახლოებული, მათი წრის და სექტის წარმომადგენელია. ესეც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, კერძო კომპანიის სამონიტორინგო ფუნქცია ეკისრება მერიას. მათი განცხადება არ არის ვალიდური. ახლა ყველა სიტყვა ზედმეტია. მკვლელი რეჟიმის უმნიშვნელოვანესი რგოლი მკვლელი კალაძე უნდა გადადგეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

  • რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა – შემთხვევა შაბათს მოხდა.
  • მას შემდეგ რაც ტრაგიკული სიკვდილის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, დედაქალაქის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა – კახა კალაძის უწყება წერს, რომ  შემთხვევა არა პარკის, არამედ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. რიყის დოქები 2022 წელს, 10 020 000 ლარად, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ოჯახმა შეიძინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved