ლუქსემბურგის მთავრობა აპირებს, კანაფის მოყვანა-მოხმარება ლეგალური გახადოს, თუმცა, იარსებებს გარკვეული პირობები, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.
უფრო ზუსტად, პირადი მოხმარებისთვის, დაშვებული იქნება, სახლში, მაქსიმუმ 4 ძირი მცენარის გაზრდა.
მთავრობა ასევე დაუშვებს კანაფის თესლის მაღაზიებში რეალიზაციას, ისევე, როგორც მის საზღვარგარეთიდან რეალიზაციასა და ონლაინ შეძენას.
გარდა ამისა, სამ გრამამდე მარიხუანას ტრანსპორტირება ან მოხმარება წვრილმან დანაშაულად კლასიფიცირდება.
კომენტარები