ლუგანსკში ძლიერი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქში ნავთობის საწყობი აფეთქდა. ის რამდენიმე წელია არ მუშაობს.
„ლუგანსკში რამდენიმე წუთის წინ ნავთობის საცავი ააფეთქეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი რამდენიმე წელია შეჩერებულია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები