• რეკლამა
  • კონტაქტი
13:01, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლონდონის სამეფო კოლეჯის ახალი კვლევა ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
20:26 10-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ისინი ცდილობენ, გამოიკვლიონ სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების ბიომარკერები და მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებული პოტენციური ზიანი, რაც პოტენციურად მავნე ნივთიერებების ორგანიზმზე ზეგავლენასა და ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენის შედეგად განხორციელებული ცვლილებების კვლევას გულისხმობს.

„აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების დეტალურ კვლევას, რომელიც მწეველების, კანონმდებლებისა და კლინიცისტებისთვის უნდა გახდეს ერთგვარი სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების წყარო. მრავალი მწეველი ჯერ კიდევ არ ენდობა თამბაქოს ელექტრონულ სიგარეტებს,  თუმცა, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები იძლევა ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირების შესაძლებლობას“, – აღნიშნავს დოქტორი სარა ჯექსონი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევის ჯგუფის უფროსი მკვლევარი.

აღნიშნული დოკუმენტი მერვე დამოუკიდებელი კვლევაა, რომელიც თავდაპირველად Public Health England-ის დაკვეთით განხორციელდა და დღეს ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს.

კვლევის თანახმად დგინდება, რომ ელექტრონული სიგარეტების მოხმარება ტრადიციული სიგარეტის მოწევასთან შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია, რადგან ამცირებს მწეველის ორგანიზმის მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას.

„თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებისა და სიგარეტის მომხმარებელთა სისხლისა და ნერწყვის სინჯების შედარების შედეგად შესაძლებელი გახდა სანდო და ნათელი მტკიცებულებების მიღება. შედეგად დადგინდა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მომხმარებელთა ნერწყვსა და სისხლში საერთოდ არ შეინიშნება ან მცირე რაოდენობით გვხვდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და ფატალური შედეგების გამომწვევი ნივთიერებების კვალი, და მიღებული მაჩვენებლები ემთხვევა არამწეველთა სისხლისა და ნერწყვის სინჯიდან მიღებულ მაჩვენებლებს“, – განაცხადა პროფესორმა პიტერ ჰაიჯეკმა, ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის თამბაქოზე დამოკიდებულების კვლევის დეპარტამენტის დირექტორმა.

ექსპერტები აღიარებენ, რომ მართალია თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები საკუთარ თავში გარკვეულ რისკებს ატარებენ, თუმცა ის ტრადიციული სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.

„მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მოწევისთვის თავის დანებებასთან შედარებით ზიანის შემცველია, თუმცა, მოწყობილობის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები, რომლებიც ხშირად გვესმის საზოგადოებაში – უსაფუძვლოა და ისინი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ დაბრკოლებას მწეველებისათვის, რომ მათ თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ შედარებით ნაკლების რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე“, – აღნიშნავს დოქტორი ლაიონ შაჰაბი, ჯანდაცვის ფსიქოლოგიის პროფესორი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევის ჯგუფის თანადირექტორი.

მისივე განცხადებით, მწეველებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ სანდო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე წვდომას. ეს კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მწეველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და შეამცირონ როგორც საკუთარი, ასევე მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

თუმცა, მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რომელიც დაეხმარება მათ დაადგინონ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გრძელვადიანი ეფექტები.

ნიუპოსტი.

თეგები: ელექტრო სიგარეტიკვლევა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved