• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, ორშაბათი, 30 იანვარი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები სრულად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე” – ვაჟა მენაბდე

ალია ავტორი - ალია
14:52 02-08-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,807

 

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განაცხადა, რომ “ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხანდაზმული პირები იღებენ, თავის კატეგორიაში ყველაზე ხელმისაწვდომია. ამასთან, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამ კატეგორიის სესხებს არ აქვთ ფარული საკომისიო თუ მომსახურების გადასახადი.

“ჩვენ არაერთხელ გაგვიცია ამაზე პასუხი და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საბაზრო ფასზე, არის თუ არა ეს ფასი საბაზრო  და ხომ არ არის ამოვარდნილი ბაზრიდან. ნებისმიერ პროდუქტზე საუბარი მისი საბაზრო ფასიდან გამომდინარეა საჭირო, რადგან ასე ნათლად ჩანს თუ რა არის ძვირი.

საპენსიო სესხს დიდი ხანია აღარც უნდა ვახსენებდეთ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც სებ-ის ყველა რეგულაციას და  მათ შორის შემოსავლების დასაბუთების, PTI-ის რეგულაციას ექვემდებარება.

ჩვენ ბევრჯერ დავასაბუთეთ, რომ ამ მოცულობის კრედიტებს, კორპორატიულ, მილიონ დოლარიან სესხებს თუ შევადარებთ, ფასში რა თქმა უნდა სხვაობა იქნება. მაგრამ თუ ვადარებთ 1000 და 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთს, ლიბერთის სესხები ამ შემთხვევაში უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე დაბალია.

კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი არის სრულიად გამჭვირვალე, რადგან აქ არ არის რაიმე ფარული საკომისიოები, დამატებითი გადასახადები. როდესაც კონტრაქტში ვხედავთ დაბალ განაკვეთს 18%; 20%, 24% კარგად უნდა წავიკითხოთ რა არის ეფექტური განაკვეთი და ხომ არ არის გაცემის საკომისიო ან სხვა საკომისიოები.

როდესაც სამომხმარებლო სესხებს ვადარებთ ერთმანეთს,  ბაზარზე თუ უფრო მაღალი განაკვეთებია და 1000-ლარიანი სახელფასო სესხი რომ აიღოს ადამიანმა,  თუ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე   ლიბერთიში კონკრეტული სესხი, მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არსებული კონტრაქტი დაიშლება ან შეიცვლება, მაშინ სხვა ბანკში სესხებზე უფრო დაბალი პროცენტი იქნება.

ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია დისტრიბუციის ხარჯი. ანუ,  რაც უფრო პატარაა სესხი, რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე.

ჩვენი ფასი არის საბაზრო. დღეს არსებულ ბაზარზე, ასეთივე სესხებზე, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთებია. რისკის ფასს რაც შეეხება ამ სესხებისთვის ეს არ არის 2%; არამედ არის დაახლოებით 5% და ეს არის დანაკარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისგან არ ვითხოვთ თანხის ამოღებას.

ჩვენ ვართ გამჭვირვალე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს,”- აცხადებს “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

13:36 01-27-2023
თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

11:46 01-27-2023
ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

18:46 01-26-2023
Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი –  დაბრუნება“
ახალი ამბები

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

14:18 01-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved