“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ ინგლისში „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარნლის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონს ვერტმფრენმა გადაუფრინა, რომელსაც თან წარწერა ჰქონდა: „თეთრების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ბარნლი“.
ამის გამო ინგლისურმა გუნდმა ბოდიშები იხადა! ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ეს რა დაგვემართაო, ვაი ჩვენს ბეჩავ თავსო, თავზე ნაცარს დავიყრითო, აი ჩვენი კისერი და თქვენი ხმალიო, სულ მაგ შავ ფეხებს დაგიკოცნით, თაფლს წავისმევთ და მზეში დავწვებითო, ჭადრაკს თუ ოდესმე ვითამაშებთ შავ ფიგურებს დავაწყებინებთ, ოღონდ ამ ერთხელ შეგვინდეთ და გვაპატიოთო…
თეთრების სიცოცხლე რომ მნიშვნელოვანია, თურმე ამის დაწერა არ შეიძლება!!! ლიბერალიზმი დალპა!!!”
კომენტარები