• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ” – ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
20:59 06-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ლევან სანიკიძე
Facebook-ზე გაზიარება
2,038

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ან ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ.
ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების დავალებით არიან მოსეულები თქვენი პარტაქტივი, ტროლები და ბოტები ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგრამ ვერაფერს დაგვაკლებთ.
თქვენ თვითონ ხართ საქართველოს ერთი დიდი შეურაცხყოფა და ღმერთმა დამიფაროს ოდესმე ჩემი ღირსება თქვენი დასაცავი გახდეს.

 

Facebook-ზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან სანიკიძის შეურაცხყოფის მიზეზით მოქალაქე გია კაჭკაჭური სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
საუბარია სამთავრობო ტელევიზია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე დაწერილ კომენტარზე.
„იმედმა“ 4 ივნისს გამოაქვეყნა ლევან სანიკიძის ქარდი ციტატით – სანიკიძე: „ქართულ ოცნებას” რუსეთისგან აქვს სამი დავალება: არა „ნატოს”, არა ევროკავშირს, არა მიშას“.
ქარდის კომენტარში გია კაჭკაჭურის სახელითა და გვარით დაწერილია კომენტარი: „შე ***-თავა რატომ გაიფუჭე ბავშვობა და სულ და***ვდი. ან ამდენ გინებას როგორ იტან”.
მოქალაქის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს
საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას 1 ივნისიდან შეუდგა. სამმართველოს ხელმძღვანელად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved