• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლევან ბერძენიშვილი ორჯერ გვატყუებს” – სვანიძე

ალია ავტორი - ალია
16:36 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,737

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე:

 

„ფაქტი! რეალურად როგორ უყურებდა რუსეთთან საქართველოს კავშირს ილია ჭავჭავაძე. ხაზს ვუსვამთ, ეს არის ფაქტი და არა ლევან ბერძენიშვილივით, რაღაც საეჭვო ვიღაცის „ჩანაწერებზე“ დაყრდნობით ბჟუტური. ეს არის გაზეთი „ივერია“ 1900 წლის მიწურულის, კერძოდ, 24 ნოემბრის გამოშვება. ნომერი 255. მეორე გვერდზე, სადაც თბილისის ქალაქის საკრებულოს ამბებია მოცემული, გარკვევით წერია – შეიქმნა „განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს რუსეთთან შეერთებიდგან ასის წლის შესრულების გამო, სადღესასწაულო პროგრამის შემუშავება“… შემდეგ ნათქვამია, რომ ამ კომისიაში შევიდა 25 კაცი და მაშ შორის თავადი ი.გ. ჭავჭავაძე, ანუ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე…

 

ანუ, რა გამოდის?

 

ცრუმეცნიერი ლევან ბერძენიშვილი გვიმტკიცებს, რომ ილიამ გეორგიევსკის ტრაქტატს უწოდა „საქართველოს სიკვდილიო“ და ამ დროს ის „სიკვდილისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ჩამტარებელი კომისიის წევრი? ცალკე კიდევ ის ამბავი, რომ ეს არის 1900 წლის ბოლო, ანუ მზადება ხდება 1901 წლისთვის, როცა აღინიშნება იმპერატორ ალექსანდრეს მიერ 1801 წელს გამოცემული მანიფესტის 100 წლის თავი! ანუ საქართველოს რუსეთთან „შეერთების“, ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობის გაუქმების! რასთანაც ერეკლე მეორეს არავითარი კავშირი არ აქვს! ის ამ დროს უკვე სამი წლის გარდაცვლილია! ხოლო რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ეკატერინე მეორესა და ერეკლეს შორის ის დაიდო 1783 წელს და მისი 100  წლის თავი 1901 წელს ვერ იქნებოდა…

 

შესაბამისად, „ინტელექტის მამა“ ლევან ბერძენიშვილი ორჯერ გვატყუებს – ერთხელ, როცა გვეუბნება, რომ ილიას მიერ ნათქვამი ის ფრაზა (რაც არავინ იცის, მართლა თქვა თუ არა ილიამ) ეხებოდა გეორგიევსკის ტრაქტატსო!

 

სინამდვილეში ის ალექსანდრეს მანიფესტს ეხებოდა და ამ ორ დოკუმენტს შორის 18 წელი და არსებითი შინაარსობრივი სხვაობაა!

 

ხოლო მეორე ტყუილი ისაა, რომ ილია ჭავჭავაძე, საზოგადოდ, თითქოსდა კატეგორიულად უარყოფითად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი! შესაძლოა მას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქართველ მოღვაწეს ჰქონდა ბევრი სამართლიანი პრეტენზია რუსეთის იმპერიასთან, მაგრამ საზოგადოდ, ის დადებითად აფასებდა რუსეთთან კავშირის როლს საქართველოს ფიზიკურად გადარჩენაში და იმაში, რომ საქართველომ მაინც შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შანსი, რასი შანსიც ნული იქნებოდა ოსმალეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და დამონების შემთხვევაში!“

თეგები: ბაკურ სვანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved