• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლექსოს უცხო და უდანაშაულო მაინც არავინ მოუკლავს თვითმფრინავის გატაცებისას, მხოლოდ მამა” – დათო გამცემლიძე ლექსო თორაძეზე

ალია ავტორი - ალია
14:48 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,350

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“პიანისტი ლექსო თორაძე გარდაცვლილა….
მე მგონი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა და, დიახაც, სახელმწიფოებრივი საკითხია, როგორ მოვახერხოთ ძაააალიან რთული რამ: ახალგაზრდობამ იცოდეს, საიდან მოვდივართ, სად ვცხოვრობდით……მართლა ძალიან ძნელია, რადგან არის რაღაცეები, რასაც უბრალოდ ვერ გაიგებენ, მიუხედავად იმისა, ჩვენზე ბევრად ჭკვიანები, ნიჭიერები და, როგორ არის….`კრეატიულები` არიან.
არადა რომ ვერ აუხსნი, რომ ვერ გაიგებენ, ეს პრობლემაა! `წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობს`, ვერ ააშენებ, გამორიცხულია. ფხვიერი საძირკველი ექნება, თუ თაობებმა ერთმანეთის `არ იციან`
. . . . . . . . . . . . . . . . . .
1983 წელი იყო….. ანდროპოვის ეპოქა ….. მამაჩემმა, ცხონებულმა ავთომ მითხრა თსუ-ს III-ე კურსის სტუდენტს, წამომყევი, გასვენებაში მივდივარო.
მივედით მთაწმინდაზე; კონსერვატორიიდან რომ ქუჩა ჩამოდის, უამრავი ხალხი შეკრებილიყო……თბილისური ელიტა! კომპოზიტორ დავით თორაძის გამოსვენება ყოფილა, როგორც გავიგე.
მისმა შვილმა, ახალგაზრდა პიანისტმა ლექსო თორაძემ ერთ-ერთი გასტროლისას საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ოღონდ კი დასავლეთში ეცხოვრა.
არ დაიჯეროთ, რომ მისი მიზანი ფუფუნება ან/და ბევრი ფული და სხვა რამ მატერიალური გამორჩენა ყოფილიყო. არ დაიჯეროთ!
აქაც არაფერი აკლდა ამ მხრივ: არც გასტროლი, არც უზრუნველყოფა….
მაგრამ დასავლეთს იმ დროს სუუუულ სხვა ხიბლი და მიზიდულობა ჰქონდა აშმორებულ საკანში მცხოვრები ადამიანისათვის.
აბა როგორ ავსხნა ეს ფენომენი? აი თუნდაც ის, რომ ახალგაზრდა ლექსოს, რახმანინოვის დიდებული კონცერტის შემდეგ, უნდოდა ის ფრაკი გაეხადა, ბობ მარლეის გამოსახულებიანი მაისური ჩაეცვა და მეგობრებთან ერთად Led Zeppelin-ის კონცერტზე წასულიყო.
გასაგებია? არა.
ჩვენი შვილებისთვის არ არის ეს გასაგები სამწუხაროდ. და ვერც აუხსნი ახლა, – როცა 80 ევროდ შეუძლიათ მილანში გადაფრენ-გადმოფრენა პატარა ზურგჩანთით.
აი იმ ეპოქაში კი…… ეს იყო სამუდამო განშორება, ოჯახის მიტოვება, მშობლების გაწირვა, დედ-მამის უნახავობა, საზარელი ცხოვრებისეული ტრაღედია, `გადაულახავის გადალახვა` და უკან ვეღარასოდეს მობრუნება…..ა
ამიტომაც გარდაიცვალა დავით თორაძე: `გული გაუსკდა` როცა ინაურის ცივსისხლიანმა თანამშრომლებმა უთხრეს: შენი შვილი გაიქცა, სამუდამოდ მიგატოვა, შვილს ვეღარასოდეს ნახავო….იმ დღესვე მოკვდა საწყალი.
სათაყვანებელი შვილის დარდმა და საზარელი, გარდაუვალი ტანჯვის განცდამ მოკლა.
გამოასვენეს დავით თორაძე….კუბოს ლექსო თორაძის დედა და და მოჰყვებიან….
არასდროს დამავიწყდება ეს სცენა:
მდგუმარედ დგას იმდროინდელი `სვეცკი ჯოგი`, ანუ ე.წ. `ელიტარული ინტელიგენცია` ედუარდ შევარდნაძისა და მისი ცკ-ს მდივნების ჩათვლით (ესენი არც ერთ ამგვარ `ელიტურ ღონისძიებას` არ სტოვებდნენ მაშინ)….. უფროსკურსელები დავით თორაძის კუბოს მოასვენებენ რუსთაველისკენ…. კუბოს უკან მოჰყვება ორი შაოსანი ქალი (მეუღლე და ქალიშვილი), ერთმანეთს თავებით მიყრდნობიან და საერთო თავსაბურავში უხმოდ… უხმოდ… სულ უხმოდ ქვითინებენ…..ხმა არ ისმის – მხრების ცახცახზე ხვდები, რომ მწარედ ქვითინებენ……იმიტომ, რომ თბილისელი არისტოკრატები იყვნენ, ხმამაღალი მოთქმა-გოდებით `საზოგადოების შეწუხება` არ უნდოდათ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან განშორებაც უცრემლოდ არ ძალუძდათ…..
არ დაიჯეროთ მტკნარი სისულელე: `ხმამაღლა რომ ეტირათ КГБ დასჯიდათო`. არა, ამისთვის არავინ დასჯიდა. მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ სურათს:
საზეიმოდ მდუმარე `ხალხი` და ორი საბრალო, შავოსანი ქალი, მხრების ცახცახით რომ უხმოდ, მწარედ ქვითინებენ საერთო შავ თავსაბურავში.
ის დამპალი რეჟიმი მათ შორის სოციალურ ეთიკაზე(ც) იდგა!
აქ, ყოველ შემთხვევვაში, ნამდვილად ასე იყო.
აბა მაშინ განა ვინ უწყოდა, სპილბერგის `უკუნის` მსგავსად, რომ გავა სულ რაღაც რამდენიმე წელი…. ის გახრწნილი, რეპრესიული, თვალთმაქცი, ფარისეველი, უსამართლო და სასტიკი სახელმწიფო დაემხობა, უკუნი გაიფანტება, ლექსო სულ თავისუფლად ჩამოვა და მამის საფლავზე ყვავილებს მიიტანს, მერე კი ისევ ამერიკაში გაფრინდება…..
თუმცა ტრაღედია მაინც სრულად შედგა, ისტორიული წერტილი დაესვა იქ და მაშინ: ორი მწარედ, თუმცა უხმოდ მოტირალი მგლოვიარე ქალით სცენაზე.
ტრაღედია აღამაღლებს!
მე რომ სცენარისტი ვიყო, ალბათ შევთავაზებდი რომელიმე რეჟისორს ასეთ სიუჟეტს: ჩრდილო კორეელი მესაზღვრე სამხრეთ კორეაში გაიქცა, რაკი შორიახლოდ მდებარე გაკაშკაშებული სეულის ბრწყინვალე ცდუნებას ვერ გაუძლო; ამის გამო კიმების ბინძურმა რეჟიმმა მისი დედა და და ჩრდილო კორეის საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვა (იქ ასეთი პრაქტიკაა), სადაც ტანჯვით დაიღუპნენ და ამანაც სულ მალე თავი იმ კაშკაშა ქალაქში ჩამოიხრჩო….
არ ვიცი, მგონი არის კიდეც ასეთი ფილმი…
ჩემს მიერ მოგონილი `კორეელისგან` განსხვავებით ლექსო თორაძეს იმის საშუალება მაინც მიეცა სულ მალე, მოკლული მამის საფლავზე სანთელი დაეკავებინა ხელში….. არა მგონია იმ მომენტში Led zeppelin გაჟღერებოდა სმენასა და გონებაში;
თუმცაღა……თუმცაღა……..ესეც აუცილებლად სათქმელია: ლექსოს სხვა, უცხო და უდანაშაულო მაინც არავინ მოუკლავს თვითმფრინავის გატაცებისას.
მხოლოდ მამა.
დათო”
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
თეგები: დათო გამცემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved