• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” თავმჯდომარის ინიციატივას ეკონომისტები პრაგმატულად მიიჩნევენ

ალია ავტორი - ალია
17:56 09-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„მამუკა ხაზარაძის შეთავაზება, პრაგმატულ საზრისს ეყრდნობა,“- ასე აფასებს „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე.

შეთავაზებული ინიციატივით მამუკა ხაზარაძე, მთავრობას ურჩევს ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა აქვს, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ხაზარაძის განცხადებით, ინიციატივის გააქტიურება მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი, იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც, ლელოს მარშალის გეგმაშია მოცემული.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე, მიიჩნევს, რომ ხაზარაძის იდეა, ბანკებმა განახორციელონ რეფინანსირება, როდესაც  მსესხებლები  ვერ იხდიან სესხებს, სრულიად მისაღებია. ამით ბანკები გადახდისუნარიან კლიენტებს შეინარჩუნებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ შემთხვევაში კერძო ორგანიზაციას თავად შეუძლია შეცვალოს თავისი პირობები, შესთავაზოს მომხმარებელს რაიმე სიახლე, დაიცვას საკუთარი ინტერესები. ხოლო რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის შეთავაზება,  პრაგმატულ საზრისს ეყრდნობა.  გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვერ ემსახურებიან საკუთარ სესხებს და ა.შ, ბანკებს შეექმნათ პრობლემები.  ბუნებრივია, ამ ვითარებიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ჩვეულებრივ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა  გვიჩვენებს, რომ ბანკები ცდილობენ კი არ „დაახრჩონ“ კლიენტი, არამედ გაუხანგრძლივონ სესხის გადახდა, გააფორმონ მასთან ახალი ხელშეკრულება განსხვავებული პირობებით და ვადებით. ბუნებრივია, რეფინანსირება არ გულისხმობს სესხის პატიებას. მხოლოდ ვადაში იქნება ეს ყოველივე გადაწეული. შესაძლებელია კლიენტთან, მისი სურვილის შემთხვევაში, გაფორმდეს ახალი სესხი იგივე პირობებით, ოღონდ ახალ ვადებზე გათვლით. იდეა, რომ ბანკებმა განახორციელონ რეფინანსირება, რაკი მოქალაქეები ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, სრულიად მისაღებია. ამგვარი მიდგომა, ზოგადად, ბიზნესის შემადგენელი ნაწილია: თუ ადამიანი ვერ იხდის, კი არ „ახრჩობ“, არამედ ახალ პირობებს სთავაზობ, რომ მერე მაინც გადაიხადოს. ამით ბანკები გადახდისუნარიან მსესხებლებს ინარჩუნებენ,“-აცხადებს პაატა შეშელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს “ლელომ” მთავრობას, 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ, პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6 – მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.ფონდი კი საშუალებას მისცემდა კომპანიებს, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%.

თეგები: ლელო საქართველოსთვისპაატა შეშელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved