• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” პროგრამული ხედვა და ჩრდილოვანი კაბინეტი

ალია ავტორი - ალია
17:20 09-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებისას „ლელოს“ „მარშალის გეგმასა“ და ჩრდილოვან კაბინეტზე ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, “მარშალის გეგმაზე” პარტია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა, დღეს “ლელოს” ლიდერებმა დაამტკიცეს პროგრამა და იმსჯელეს ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ამ გეგმას შეასრულებს.

„ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ. შევკარით უძლიერესი გუნდი და დღეს დავამტკიცეთ პროგრამა, ხოლო წინასაარჩევნოდ გამოვაცხადებთ ჩრდილოვანი კაბინეტის გუნდს, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს და დაიწყებს ქვეყნის აღორძინებას,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება სამომავლო ხედვებს და „ლელოს“ მარშალის გეგმას, რომელსაც პარტია ხვალ, 5 სექტემბერს გააცნობს საზოგადოებას, ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავარია, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა დავძლიოთ.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დავძლიოთ, უპირველესი ამოცანაა ქვეყნისთვის ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. ჩვენი გეგმაა, ქვეყანაში უმოკლეს დროში შევქმნათ იმდენი სამუშაო ადგილი, რომ 600 000-მა ოჯახმა მიიღოს 3000 ლარი და მეტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ეკონომიკის ძალიან სწრაფ განვითარებას. დღეს საქართველოში საშუალო ფენას წარმოადგენს 65 000 ადამიანი, ეს არის მთელი მოსახლეობის  1,5%, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ვცხოვრობთ  უღარიბეს ქვეყანაში.

ხვალ გვექნება პრეზენტაცია, სადაც წარვადგენთ ლელოს ”მარშალის გეგმას”, ანუ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას, რომელიც იქნება დეტალურად ახსნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ როგორ გამოვიდეთ მოკლე დროში – 4 წელში, იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ვართ და სერიოზული საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დავძლიოთ უმუშევრობა და საქართველოს მოქალაქეები გავმართოთ ფინანსურად,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved