• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო საქართველოსთვის“ 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
16:37 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ “მოქსის“ ტერიტორიაზე პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა და 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სხდომას “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქიდან და პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო.
გაფართოებულ შეკრებაზე იმსჯელეს საარჩევნო პროცესზე, პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
პოლიტიკურ გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახლა უკვე 29 ოლქში ჰყავს. 
დღეს დასახელდა კანდიდატები, რომლებიც „ლელომ“ დარჩენილ 4 ოლქში წარადგინა: 

1. გიორგი ჭელიძე – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით. იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოღვაწეობდა აგრარულ სფეროში. 
2. სოცგარ პუთულიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ექიმი. დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჯერ საერთო ქირურგის, ხოლო შემდეგ – ჯანდაცვის სისტემის ორგანიზატორის კვალიფიკაცია.
მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში როგორც ქირურგის, ისე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სომხეთში.
3. თამარ ბელქანია – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
კულტურის კვლევების დოქტორი. თსუ-ს პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი. ტელეჟურნალისტი. სხვადასხვა საავტორო გადაცემის ავტორი. მუშაობდა აფხაზეთის, დეოკუპაციისა და მშვიდობის თემებზე. არის სამეცნიერო მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
4. ირაკლი ტალახაძე – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ეკონომისტი, თსუ-ს კურსდამთავრებული, მაკროეკონომისტი. იყო კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი. ენტრეპენერული საქმიანობა დაიწყო ღვინის კომპანია “თელიანი ველის” დაფუძნებით.  მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა “ქინძმარაულის მარანი”, “ჯივიესი”, “შატო მუხრანი”. ამჟამად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.
მამუკა ხაზარაძემ ლელოს „მარშალის გეგმაზეც“ ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებას 5 სექტემბერს გააცნობს და რომელიც ქვეყნის რეკონსტრუქციის პროგრამას ისახავს მიზნად.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved