• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო საქართველოსთვის“ – არ დავუშვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო დარჩეს მარტო, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე

ალია ავტორი - ალია
14:35 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„ლელო საქართველოსთვის“ მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებას მიაპყრობს ბოლო პერიოდში კოვიდ-შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას, რაც გამოწვეულია რამდენიმე წინაპირობით: მკვეთრად შემცირდა სამინისტროს მხრიდან ინფექციის პრევენციის ღონისძიებები; სახელმწიფომ მოადუნა კონტროლი, რამაც მოსახლეობის დიდ ნაწილში შექმნა მოლოდინი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსი სრულად დაძლია, რაც ასე არ არის! შესუსტებულია რეაგირება რეგულაციების დარღვევის შემთხვევებზე, ფაქტობრივად არ ტარდება ღონისძიებები სასწავლო დაწესებულებების „სკოლის ექიმებით“ სრულად დაკომპლექტების, ან არსებულთა გადამზადებისთვის და ა.შ. ხოლო მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, არ არის შემუშავებული, როგორც წინა, ასევე არჩევნების პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს, მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე, ინფექციების პრევენციის გაიდლაინები და პროტოკოლები; ასევე, არ არსებობს პროტოკოლები საერთაშორისო ექსპერტებისა და დამკვირვებლებისთვის.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ემსახურება მდგომარეობის მიზანმიმართულად დაძაბვას, რათა:
1. არსებულ სიტუაციაში, საერთაშორისო დამკვირვებლებმა უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები დარჩეს „დისტანციური დაკვირვების“ იმედად.
2. მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების დღეს დარჩეს სახლში, ვირუსის არაეფექტიანი მართვის გამო, ხოლო ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება მიმართოს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისკენ.

ხელისუფლებამ კოვიდ-ინფექცია საუკეთესო პოლიტიკურ პარტნიორად გაიხადა და მას საარჩევნო პროცესების მართვის ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტად იყენებს – ადამიანებში ინერგება შიში და განცდა, რომ ჯანდაცვის სექტორი ვეღარ უმკლავდება ათეულობით შემთხვევებს, რაც ადამიანებს დააფიქრებს, რამდენად უსაფრთხო იქნება საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა, მათ შორის, 31 ოქტომბერს.

„ლელო საქართველოსთვის“ მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სექტორის მიერ, უსწრაფესად იქნას შემუშავებული კონკრეტული გაიდლაინები, რათა არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშისა და გაურკვევლობის განცდა პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო დარჩეს მარტო, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved