მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სხდომა 18 მაისს, 11 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო. ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, საქმე სააპელაციო სასამართლოში არის გადაგზავნილი. სააპელაციომ გადაწყვეტილება მტკიცებულებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.
კომენტარები