უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ლავროვის განცხადებას, რომ „ჰიტლერის მსგავსად ზელენსკისაც ებრაული სისხლი აქვს“ – ასე გამოეხმაურა:
“საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დაუმალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართოდ, ისინი აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“, – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.
კომენტარები