• რეკლამა
  • კონტაქტი
04:34, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლაშა გელაშვილი: რაც მეტ ადამიანს ვემსახურები, მით უფრო ბედნიერი ვბრუნდები სახლში

ალია ავტორი - ალია
21:38 12-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,814

ექიმი ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი, ბატონი ლაშა გელაშვილი ქალაქ ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა. საკუთარ რაიონთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს და მთელი რაიონისთვის ლაშა ექიმი დიდი იმედი და დასაყრდენია. მისი ძლიერი პროფესიონალიზმის უკან საოცრად გულისხმიერი, განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება დგას, რომლის მთავარი მისია ადამიანებზე ზრუნვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. წლების წინ რაიონიდან ჩამოსული პატარა ბიჭისთვის დიდ ქალაქში სტუდენტური ცხოვრება და თავის დამკვიდრების პროცესი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე უნივერსიტეტი წარჩინებით – წითელ დიპლომზე დაამთავრა და ოჯახს და პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუფასა ის შრომა, რაც თავის განათლებასა და განვითარებაში ჩადო. ყველაფერს აკეთებდა, რომ ფეხზე მყარად მდგარი და კონკურენტუნარიანი ექიმი ყოფილიყო. მიზანი მიღწეულია და დღეს მისი სახელი სიკეთესთან, პროფესიონალიზმთან და ადამიანობასთან ასოცირდება. მის კაბინეტის კართან მომლოდინე პაციენტების რიგი არ წყდება, ამ ფონზე რამდენიმე წუთით ჩვენც გაგვიმართლა და მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. მოსაყოლი ძალიან ბევრი აქვს, თუმცა საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მის პიროვნებაზე მადლიერი პაციენტების მთელი არმია და მისი კეთილი საქმეები მეტყველებს.

ლაშა გელაშვილი: ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, სხვა პროფესიაზე არც მიოცნებია. ვფიქრობ, ექიმი ვერ გამოხვალ, ექიმად უნდა დაიბადო. ამ პროფესიაშიც, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერში, წარმატებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია, გიყვარდეს შენი საქმე. გარდა ამისა, ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი და შეეძლოს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების უანგაროდ გაცემა. დაუშვებელია, პაციენტის რაიმე ნიშნით გარჩევა, თითიეულ მათგანს თანაბარი გულისხმიერებით უნდა ემსახურო. პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ შენ მისი ტკივილი გტკივა და ბოლომდე მის გვერდით ხარ, არა მხოლოდ როგორც ექიმი, არამედ როგორც ადამიანი.

– ვიცით, რომ სტუდენტობის პერიოდში ბევრი სირთულის გადალახვა გიწევდათ.

– ჩემი სტუდენტობა ქვეყანაში რთულ პერიოდს დაემთხვა, ჩემი ოჯახი არ იყო ეკონომიურად ისეთი წელგამართული, რომ ყველანაირი ფინანსური უზრუნველყოფა მქონოდა. რთული იყო უცხო ქალაქში, ოჯახიდან შორს დამოუკიდებლად ცხოვრება და უამრავ საყოფაცხოვრებო პრობლემასთან გამკლავება, ამიტომ, თავი რომ მერჩინა, მეორე კურსიდან, პარალელურად, სრულიად სხვა სფეროში დავიწყე მუშაობა.

– როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერა?

– 2009 წელს ინგოროყვას კლინიკაში მედდის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ კი ექიმ ნევროლოგის პოზიციაზე გადავედი და მას შემდეგ ამ გუნდის წევრი ვარ.

– ვიცი, რომ თქვენი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე არაერთი საინტერესო შემოთავაზება გქონდათ სხვადასხვა ქვეყნიდან, რატომ არ დათანხმდით?

– ჩემს კარიერაში იყო მომენტები, როდესაც პერიოდულად ჩავდიოდი და საკმაოდ წარმატებით ვმუშაობდი, მაგალითად, ყაზახეთში და მქონდა ძალიან კარგი შემოთავაზებები, რომ დავრჩენილიყავი და ჩემი საქმიანობა იქ გამეგრძელებინა, მაგრამ არასოდეს მიმიღია საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს ვჭირდები.

ვფიქრობ, ჩემმა რაიონმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, ასეთივე მნიშვნელობა ექნება ჩემი შვილების სკოლის პერიოდს მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, ამიტომ თუ ისინი საქართველოდან შორს გაიზრდებიან, ვერ მიიღებენ იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც ჩემს ოჯახს დასაბამიდან მოჰყვება. ჯერ კიდევ რეზიდენტურის პერიოდში მქონდა გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში დოქტურანტურის გავლის შემოთავაზება და მაშინაც იგივე გადაწყვეტილება მივიღე, ვერ დავტოვებდი ოჯახს, იმის შანსიც მქონდა, რომ ოჯახიც წამეყვანა, მაგრამ ისევ შვილების გამო ვთქვი უარი.

– დიაგნოზების სიზუსტითაც გამოირჩევით, – ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ნევროლოგიაში დიაგნოზის დასმა მარტივად და მოკლე დროში არ ხდება.

– პაციენტთან ურთიერთობა ანამნეზის შეკრებით იწყება. ანამნეზის სწორად შეკრება კი, ვფიქრობ, მკურნალობის პროცესის 80-90 პროცენტს განსაზღვრავს. სწორად შეკრებილი ანამნეზის დროს დიაგნოზის დასმა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. გეთანხმებით, ნევროლოგიაში დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, შესაძლოა, ეს არა თავიდან, არამედ მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე მოხდეს. მედიცინა არასწორად დასმულ დიაგნოზს არ გვპატიობს, ამიტომ დიაგნოზის სისწორე უმნიშვნელოვანესია.

– მუშაობთ ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტებშიც, რა სირთულის დაავადებაა და მისგან რამდენად რეალურია საბოლოოდ განკურნება?

– ეპილეფსია საკმაოდ რთული პროფილია, რადგან ქრონიკული დაავადებაა და ამ პრობლემის მქონე პაციენტებს ხანგრძლივად სჭირდებათ მეთვალყურეობა. ამიტომ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანისა და ნევროლოგის ურთიერთობა უფრო ნათესაურ კავშირს ემსგავსება. არის შედარებით მარტივი შემთხვევები, როდესაც გარკვეული პერიოდით მკურნალობის შემდეგ ამ დაავადებისგან სრულად თავისუფლდებიან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. შეიძლება, ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ეპილეფსია სრულად განკურნებადია. მნიშვნელოვანია ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის. შეიძლება, ძალიან კარგი პროფესიონალი იყო, მაგრამ პაციენტთან ურთიერთობა არ გამოგდიოდეს. მე არასდროს ვიღლები, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი საქმე და რაც უფრო მეტ ადამიანს ვემსახურები, მით უფრო ბედნიერი ვბრუნდები სახლში. მხოლოდ ერთი ინტერესი მაქვს – ჯანმრთელად იყვნენ ჩემი პაციენტები, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ.

– რომელი ჩივილები მიანიშნებს ნევროლოგიურ პათოლოგიებზე?

– თავის ტკივილი, ტკივილი კისრის, გულმკერდის, ნეკნების, წელისა და დუნდულების არეებში, თავბრუ, საერთო სისუსტე, სისუსტე კიდურებში, პერიოდული ცნობიერების კარგვა, კრუნჩხვები, სპაზმები, ტრემორი, სხეულის სხვადასხვა ნაწილში პარეზები (მოდუნება) და დამბლა, ნერვული დარღვევები, სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟება, ყურებში ხმაური, ძილის, ყურადღების, მეხსიერებისა და მეტყველების დარღვევები, ხმის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, უმადობა ან არაკონტროლირებადი მადის მომატება, სუნის შეგრძნების, მხედველობისა და სმენის გაუარესება, აღქმის დარღვევა და სხვა.

– ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას. თქვენს შემთხვევაში რა როლი ითამაშა ოჯახმა?

– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არა ჩემი მშობლები, ვერ ვიქნებოდი ჩემს პროფესიაში ის, ვინც დღეს ვარ, განუზომელია მათი როლი ჩემს პროფესიულ წინსვლაში. ალბათ, ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით ექიმის ცხოვრებაში, როდესაც ძალიან რთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს, უმნიშვნელოვანესია ოჯახის მხარდაჭერა, რაც საბედნიეროდ, ყოველთვის დიდი დოზით მქონდა.

– არაჩვეულებრივი წამოწყება გაქვთ, რომელიც თითქმის დასრულებულია და მალე ამოქმედდება, მოხუცთა თავშესაფარს ვგულისხმობ. მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა?

– ჩემს პრაქტიკაში შემხვდნენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი ჰქონდათ ცხოვრებაში, მაგრამ არ ჰყავდათ გვერდით ადამიანები, ვინც საბოლოოდ უპატრონებდნენ და რამდენიმე მათგანმა მთხოვა დახმარება. იდეა, სწორედ, აქედან გაჩნდა. საკუთარი ფინანსებით ავაშენე ცენტრი და შევქმენი ყველა საჭირო პირობა, რომ მათ თავი ოჯახურ გარემოში იგრძნონ.

– ვიცით, რომ ცენტრს თქვენი მეუღლე ჩაუდგება სათავეში, გაგვაცანით ოჯახი.

– მეუღლე პროფესიით ბიოლოგია, ამ ეტაპზე შვილების აღზრდითაა დაკავებული, მაგრამ მალე, როგორც აღნიშნეთ, ჩვენს ცენტრს ჩაუდგება სათავეში. სამი შვილი გვყავს და ვცდილობთ, ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღვუზარდოთ.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved