ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი და ყვავილები გადასცა.
“უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. თქვენ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ. წარმატებები როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში” – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
კომენტარები