• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვირის ბოლოს საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს – ჯანდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
13:15 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინები საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, რაც მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას შესაძლებელს გახდის. მისი თქმით, საუბარია ნახევარ მილიონ დოზა “სინოვაკსა” და ნახევარ მილიონ დოზა “სინოფარმზე”.

ეკატერინე ტიკარაძე Pfizer-ის ქვეყანაში ჩამოსვლის თარიღს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინაც უახლოეს პერიოდში მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვება. აღნიშნულ საკითზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გაუთქმელობის ხელშეკრულებას გულისხმობს, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა იმ მწარმოებელთან, სადაც ეს კონფიდენციალურობა დაცული არ არის, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 1 მლნ ვაქცინა: 0.5 მლნ – “სინოვაკი” და 0.5 მლნ – “სინოფარმი” უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას შევძლებთ.

რაც შეეხება ერთ-ერთ პოპულარულ ვაქცინას, რომლის ჩამოსვლის თარიღს კონტრაქტიდან გამომდინარე ვერ დავასახელებთ, თუმცა ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით თარიღი, თუ როდის იქნება Pfizer-ი საქართველოში და შესაბამისად, ეს ვაქცინაც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება. საქართველოში 1 მლნ-ზე მეტი Pfizer-ი შემოვა, მოხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved