• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ეძებენ – სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
10:42 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

კრიმინალური პოლიცია მთელი საქართველოს მაშტაბით 20 წლის აკო ჭელიძეს ეძებს, პირველების ინფორმაციით, სწორედ ის არის შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი, რომელმაც ვერაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას 9 ტყვია ესროლა.

პირველების ინფორმაციით, ჭელიძე არ იცნობდა კვარაცხელიას და მასთან არც კონფლიქტი ჰქონია,  პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობა მამის საქმიანობის გამო დაუკვეთეს. აღნისნულ საქმეში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკაკი ჭელიძე კოდორის ყოფილი გუბერნატორის, ივერი ჭელიძის, ნათესავია.

შეკვეთილი მკვლელობის კვალი ქურდულ შურიძიებამდე მიდის. პირველების ინფორმაციით, ეს არის გამოძიების ვერსიაც, რასაც ახლა კრიმინალური პოლიცია ამუშავებს. სავარაუდოდ 22 წლის ნიკა კვარაცხელია ფიქრის გორაზე დაქირავებულმა მკვლელმა, 2001 წელს მოსკოვში აფეთქებული კანონიერი ქურდის დავით კაკულიას გარემოცვის დაკვეთით მოკლა.

ერთ ერთი ვერსიით, კრიმინალურ ავტორიტეტს, გია გვარაცხელიას და და კაკულიების ოჯახის წევრებს ქონებრივი დავა ჰქონდათ, გია კვარაცხელიას დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა  კრიმინალური ავტორიტეტის მეუღლესთან, ეკა გოგლიძესთანაც, ამიტომ დღეს ვერაზე 22 წლის ნიკას გასვენებში მისულები არ გამორიცხავდნენ, რომ შეკვეთილი მკვლელობის უკან კაკულიები იდგნენ. 

პირველების ინფორმაციით მკვლელობის შემკვეთი ქილერს მანქანაში ელოდებოდა და იქიდან აკვირდებოდა, როგორ ესროლეს ნიკა კვარაცხელიას 9 ტყვია. ,,სი ნიუსის” ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია ახლა ორ პირს ეძებს, ჭელიძესა და  საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრის, დავით ზალკალიანის,  ნათლულს, გიორგი კავილაძეს.

დანაშაულის კვალი მოსკოვში აფეთქებული კანონიერის  ქურდის, დათო კაკულიას, ოჯახამდე მიდის. პირველების ინფორმაციით, 20 წლის წინ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის მეუღლე, ეკა გოგლიძე, ვაკეში, მრგვალ ბაღთან, ცხოვრობს, დაინტერესდნენ თუ არა სამართალდამცველები, სად იმყოფებოდნენ კაკულიას შვილები მკვლეობის დროს, ამის გასარკვევად ტვ პირველმა კაკულიას მეუღლეს სახლში მიაკითხა, თუმცა ის მედიასთან კავშირზე არ გამოდის. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved