• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კურტანიძის მფარველები, “ქართული ოცნება” და კიდევ ერთი მძიმე ბრალი” – რას წერს ხათუნა მიქაცაძე

ალია ავტორი - ალია
20:45 12-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,735

ელდარ კურტანიძის ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე, სოციალური ქსელით, შსს–ს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს

მივმართავ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას და უფლებამოსილ პირებს:
Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება / Georgian Dream
არ დაუშვათ და ხელი არ მოაწეროთ ელდარ კურტანიძის შეწყალებას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც მის ციხიდან ნაადრევ გამოშვებას გულისხმობს.
❗️❗️❗️ ელდარ კურტანიძის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიეს მისმა მფარველებმა (დიახ ❗️❗️), რაც გამოიხატა არაპროპორციულად ლმობიერ სასჯელში, მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა და უდავო მტკიცებულებების არსებობისა.
❗️❗️❗️ჩემი ინფორმაციით, მისი მფარველების მხრიდან (რომელთაც აუცილებლად დავასახელებ და უფრო მეტიც, გავასაჯაროვებ მათ სახელებსა და გვარებს და ყველა ჩვენს საუბარს და მათი მხრიდან, ჩემზე ზეწოლის ფაქტებს), დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მისი ნაადრევი გათავისუფლების მიზნით.
❗️❗️❗️თითოეული პირი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, პასუხისმგებელია და მომავალში იქნება თანამონაწილე იმ ძალადობისა, რომელსაც ელდარ კურტანიძე აუცილებლად ჩაიდენს.
ამასთან, ელდარ კურტანიძის მიმართ არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებას მოიცავს.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ჩემი მკაფიო და საჯარო მოთხოვნაა, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ და სრულად განახორციელოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და დროულად წარედგინოს ელდარ კურტანიძეს შესაბამისი ბრალი.
❗️❗️❗️მსხვერპლის უსაფრთხოების იგნორირება ნიშნავს მოძალადის წახალისებას.❗️❗️❗️
პასუხისმგებლობა თითოეულ გადაწყვეტილებაზე სრულად დაეკისრება მათ, ვინც ხელს მოაწერს მის გათავისუფლებას ან შეგნებულად შეუშლის ხელს სამართლის აღსრულებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ცნობისთვის, ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, მიუხედავად მოქმედი დამცავი ორდერისა, რომელიც მას მიახლოებასა და კომუნიკაციას უკრძალავდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არ ემორჩილება პოლიციას, უსხლტება ხელიდან არაერთხელ, თუმცა, მას პოლიციის დაუმორილებლობის მუხლით ბრალი არ წაუყენეს.
ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს სასამართლომ ოჯახში ძალადობის ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა. მოსამართლემ მას 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კურტანიძე ივლისიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რაც ნიშნავს, რომ მას კიდევ მხოლოდ ორი თვე ექნება მოსახდელი.

ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა

თეგები: ხათუნა მიქაცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved