მეწყერი რაჭაში – ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო.
ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები