• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრიმინალური ვენტედა უკრაინაში – ე.წ. ავტორიტეტი ნაზირ ალიევი ოდესაში საბილიარდო კლუბში ჩაცხრილეს

ალია ავტორი - ალია
10:44 01-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

უკრაინაში სისხლიან ანგარიშსწორებას კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი შეეწირა. ნაზირ ალიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოდანაა და ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული ქურდულ სამყაროში მიმდინარე მწვავე დაპირისპირებებში. 65 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ოდესაში, ბილიარდის “ვი-აი-პი” კლუბში ჩაცხრილეს. უკრაინულ მედიაში დანაშაულის დეტალები და შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო მასალაც გავრცელდა.

კრიმინალური “ავტორიტეტის” მკვლელი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. ის აზერბაიჯანის მოქალაქე, 45 წლის შაჰრიდინ გულიევია. ექსპერტიზის თანახმად, მან ნაზირ ალიევს ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლა.

“კურიერი” დღეს მარნეულში ნაზირ ალიევის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ალიევი წლებია მარნეულში აღარ ცხოვრობდა. ახლობლები არ უარყოფენ გარდაცვლილის კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან.

სოფელ ყიზილაჯლოში კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მოტივზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მომხდარი შესაძლოა 2020 წელს ანტალიაში გავლენიანი “კანონიერი ქურდის,” ნადირ სალიფოვის, იგივე ლოტი გულის მკვლელობას უკავშირდება.

კრიმინალური სამყაროს აზერბაიჯანული კლანის ლიდერი ნადირ სალიფოვი, 2020 წლის აგვისტოში ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი მკვლელობის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო ნაზირ ალიევი, რის გამოც მას სალიფოვის გარემოცვა შურისძიებით ემუქრებოდა. ნაზირ ალიევის მსგავსად სალიფოვიც წარმოშობით მარნეულელიდან იყო და მისი სახელი ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვის არაერთ საქმეში ფიგურირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved