პოლიტიკოს გიგი უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს. ის Facebook-ზე წერს:
“როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – დაწერა უგულავამ.
გუშინ, უგულავამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს.
კომენტარები