• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრემლი იმედოვნებს, რომ აზოვსტალის აღება 9 მაისისთვის მარიუპოლის დაკავებას განაპირობებს” – ომის კვლევის ინსტიტუტის ბოლო ანგარიში

ალია ავტორი - ალია
16:12 05-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპანტების წინსვლა შეაჩერეს. ამასთან ერთად, რუსეთის ქვედანაყოფებმა მრავალი წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.

სამხედრო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები, 4 მაისს აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში შეიჭრნენ. კრემლი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ აზოვსტალის აღება 9 მაისისთვის მარიუპოლის დაკავებას განაპირობებს.

ოკუპანტებმა დასავლეთ უკრაინაში საჰაერო თავდასხმები გააძლიერეს, თუმცა დასავლეთიდან იარაღის მიწოდება ვერ შეზღუდეს. ლვოვისა და ტრანსკარპათიის რკინიგზის სადგურებზე სხვადასხვა ტიპის შეტევა განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 200-დან 300-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფერხების გამო ხორციელდება.

უკრაინის ქვედანაყოფების კონტრშეტევების გამო, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგდნენ. უკრაინის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა 2 მაისს Staryi Saltiv-ზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის კონტრშეტევებმა, შესაძლოა, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციები შეავიწროვოს. ამ მოცემულობამ, შესაძლოა, რუსებს დილემა შეუქმნას – გააძლიერონ პოზიციები ხარკოვის მახლობლად თუ ქალაქის საარტილერიო ზოლში დაკარგონ თავიანთი პოზიციები.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის სამხრეთით რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.
  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ.
  • უკრაინის ქვედანაყოფების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მოშორებით განლაგდნენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ოდესის მახლობლად და დნესტრისპირეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე სადაზვერვო ოპერაციები გააძლიერეს.

თეგები: ომის კვლევის ანგარიშირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved