რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდსიტული საინფორმაციო სააგენტოები Tass და RIA Novosti ავრცელებენ ინოფრმაციას, რომ ქალაქ კრასნოდარში, პარასკევს დილით აფეთქების ხმა იყო.
კრასნოდარის ტერიტორიის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები ამბობენ, რომ მორსკაიას ქუჩაზე მდებარე შენობის სახურავი და ფანჯრები დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
“ინციდენტის მიზეზებს იძიებენ. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ჩემი დავალებით, ადგილზე იმყოფება კრასნოდარის მერი ევგენი ნაუმოვი”, – წერს ყუბანის გუბერნატორი.
კომენტარები