• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კრამერი ჩვენ, ჩლუნგებს გვიხსნის, რომ ამერიკასაც აქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაო“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
15:12 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,662

ექსპერტი ამირან სალუქვაძე:

,,კინზინგერს და კრამერს ჩემი პასუხები არ მიუვა, მაგრამ მათი აქაური ფანებისთვის დავწერ.

პირველ რიგში, ზუსტა ვასეთი შეურაცხმყოფელი და უსამართლო განცხადებებით, ასევე მარგინალი ოპოზიციის მხარდაჭერით აღვივებენ ანტი-ამერიკულ და ანტი-დასავლურ განწყობებს.

კინზინგერი, ამ ბოლოს, საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, რაც არცერთ ნორმაში ჯდება. უცხო ქვეყნის პოლიტიკოსმა, ელემენტარული ნორმები უნდა დაიცვას. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების შესახებ კრამერთან მიმართებაში რასაც დავწერ, მასაც ეხება.

კინზინგერის ამბობს, ღარიბაშვილმა სი ძინპინს ბრძენი უწოდაო. ჯერ ერთი, მართლა არაა უჭკუო. მეორე, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წამყვანი ეკითხება როგორ აფასებთ ჩვენს პრეზიდენტსო (დაახლოებით) და რა უნდა ეპასუხა? ვითომ არ ესმის?

კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, აკრიტიკებს პრემიერის ჩინეთში ვიზიტს.

საქართველო საპირისპირო მიმართულებით მიდისო. მერე ჩვენ, ჩლუნგებს გვიხსნის, რომ ამერიკასაც აქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაო, ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასაცო, მაგრამ თქვენ ახლა აფორმებთო და ჩვენ კი დიდი ხანია გვაქვს და ვცდილობთ თავი დავაღწიოთო.

ჯერ ერთი, როგორ ცდილობენ თავის დაღწევას, როცა აშშ-ც და ევროკავშირიც აგრძელებენ ჩინეთთან ვაჭრობას, მაღალი დონის ვიზიტებს (ბლინკენი, მაკრონი, მიშელი, ფონ დერ ლაიენი, ბორელი, იელენი (აშშ ფინანსთა მინისტრი) და სხვები), ბაიდენი სი ძინპინის თანხმობის მოლოდინშია?

მეორე, თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას შევადარებთ, 2022 წელს ამერიკამ ჩინეთში 153 მლრდ დოლარის საქონლის ექაპორტი განახორციელა, ხოლო ჩინეთიდან აშშ-ში 535 მლრდ დოლარის საქონლის იმპორტი. სად ჩანს თავის დაღწევის მცდელობა?

და ბოლოს. 14 წელია ჩვენ და ამერიკამ სტრატრგიული პარტნიორობის ქარტია გავაფორმეთ. შინაარსში არ შევალ. ბევრს არც წაუკითხავს. ამ ხნის მანძილზე ხომ შეიძლებოდა თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი მიმოსვლის გაფორმება?!

ეკონომიკურ შეღავათებს რომ თავი დავანებოთ, ნაკლები ქართველი გაივლიდა არალეგალურად საზღვრის კვეთის უმძიმეს გზას და ნაკლები მოისურვებდა დარჩენას, რადგან იფრენდნენ თავისუფლად.

პატარა ქვეყანა ვართ. ცალკე იმაზე უნდა იფიქრო, რომ რუსეთის არასაიმედო ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინო. ამის გარდა გეუბნებიან ჩინეთთან არ დაახლოვდე, პლუს სხვა ქვეყნებიცაა ჩვენს რეგიონში, რომლებთანაც დასავლეთს დაძაბული ურთიერთობები აქვს.

რა ვქნათ, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა? ამასთან ერთად, ევროპა დაინტერესებულია ჩინეთთან ვაჭრობით. არ განვავითარებთ შუა დერეფანს, რომელიც ჩვენზე გადის, ისარგებლებენ სხვები, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ამით რა ხეირს ნახავს აშშ, თუ ჩვენს.მისაღებს სხვები მიიღებენ?”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved