• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდის გადატანის შემდეგ, ისეთი თვისებები გამიჩნდა, რაც იქამდე არ მქონდა… – ავთო დვალიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:13 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი, რომელმაც, კორონავირუსის ინფექცია გადაიტანა, წერს:

“ფაქტია, კოვიდის გადატანის შემდეგ, ისეთი თვისებები გამიჩნდა, რაც იქამდე არ მქონდა…

მეხსიერებაში, აშკარად პრობლემები შემექმნა. არა რთულად, მაგრამ ჩემთვის, ხასიათიდან გამომდინარე, ისიც პრობლემაა, მაგალითად ხშირად რომ მავიწყდება სად დავდე ესა თუ ის ნივთი. სხვებისგანაც გავიგე იგივე. იმედია კიდევ უფრო პროგრესირებას არ დაიწყებს ეს სიმპტომი თუ თვისება…

ყველაზე მეტად გულმავიწყ ადამიენებზე ვბრაზობდი, სიტყვა- დამავიწყდა მეზიზღებოდა და ჰაა… რა გინდა რომ ქნა…”

კომენტარებში წერენ:

“მეხსიერება მეც ცუდ დღეში ჩამიგდო კოვიდმა.”

“როგორ გამახარე, მეგონა მხოლოდ მე ვიყავი მაგ დღეში”

“სამწუხაროდ, მეც შევნიშნე. მაგალითად, ტელეფონზე დარეკვას ვაპირებ კონკრეტულ ადამიანთან, უცებ მავიწყდება მისი სახელი და ვეღარ ვიგებ, როგორ მოვძებნო ნომერი ტელეფონის კონტაქტებში”

“სასწაული მჭირს, სიტყვები მავიწყდება, მარკეტში რის საყიდლად ჩავდივარ მავიწყდება… ჭამა მახსოვს”

“მხოლოდ კოვიდს არ აქვს ეგ ეფექტი. 2000წელს კინაღამ წავედი იმქვეყნად. მოსკოვი 99 გრიპი დამემართა,ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ უმძიმესი გართულებებით,რომელმაც მოიცვა მთელი ლიმფური სისტემა. ვის ახსოვდა გონება. ერთ თვეში დავიკელი კატასტროფული სისწრაფით და კახექსიური სიგამხდრე დამემართა,კუნთების დაუძლურებითა და ათასი სხვა ჯოჯო რამეებით.გამომჯობინების და ძალების აღდგენის შემდეგღა აღმოვაჩინე ძალიან სამწუხარო კვალი. ამნეზია. დამავიწყდა სამი უცხო ენა! ასე დამტოვა გონებრივ ინვალიდად. ძალიან სამწუხარო დანაკარგია ეს. პირველად გავამხილე. არც ერთმა მცდელობამ და მეცაფინეობამ,რომ რომელიმე აღმედგინა, სათანადო დონეზე, შედეგი არ მოიტანა. ამ ენების კერა ტვინში აღარ არსებობს, ერთ ერთის შესწავლა ისედაც ახალი დაწყებული მქონდა და შორს შესული არ ვიყავი. დანარჩენი ორის “გაქრობამ” კი ფაქტიურად უხელოდ დამტოვა. დღემდე ვპოულობ მეხსიერებაში , ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში შავ ლაქებს. ენების მხრივ უდიდესი შოკი მივიღე მაშინვე. კომპიუტერში უმნიშვნელოვანესი ფოლდერი რომ წაგეშლება. მქონდა უდიდესი დეპრესია. დამეწყო კომპლექსები. შემეშალა ხელი პროფესიულ წინსვლაში.სამსახურში(რადიოში) სინქრონულ თარგმანზე ვმუშაობდი და “ჩავვარდი”უფსკრულში. ავადმყოფობა ყველაზე პროდუქტიულ და წინსვლის ასაკში,სერიოზულ პირად ტრაგედიად მექცა. თავს გაუფრთხილდით ყველანი. მძიმე ვირუსული დაავადება ეტყობა პირდაპირ კავშირშია მეხსიერებასთან. ბევრისგან გავიგე ახლა.. მეხსიერებაზე “დამერხაო”. ჩემს შოკს არავის ვუსურვებ.”

თეგები: ავთო დვალიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved