• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი მრავალმხრივ დაცვის მიუხედავად, კოვიდი მაინც მომაფრინდა აჭარაში” – რას წერს ეკა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
18:41 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია:

“გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მქონდა კოვიდი, რომელიც ჩემი მრავალმხრივ დაცვის მიუხედავად მაინც მომაფრინდა აჭარაში.

დღეს მეთერთმეტე დღეა და სრულად გასტუმრებულია . ვიყავი ორჯერ ვაქცინირებული სინოფარმით და მომცა სიცხე 37 და ოდნავ სახსრების ტკივილი მხოლოდ პირველ დღეს.

დანარჩენი დღეები სრულიად უსიმპტომოდ, ძლიერ, ძლიერ მსუბუქად მიდიოდა და ჩემგანაც არავის გადადებია, არც ოჯახის წევრებსა და არც რამდენიმე მეგობარს. ერთადერთი შეზღუდვა , რაც იზოლაციის დროს მქონდა, სოციალური ქსელებია, რომლებზეც უარი ვთქვი ამ დღეების მანძილზე.

გუშინწინ გავიკეთე ანალიზები და ისინიც გადასარევად გამოიყურებიან. არ მინდა არანაირი მოწოდებები, უბრალოდ ერთს გეტყვით: მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეგრძნება მქონდა, რომ ვირუსისგან რაღაც მიცავდა ფარივით: აი ოდნავ, სულ ოდნავ თავს წამოყოფდა ვირუსის რომელიღაც სიმპტომი და ძალიან მალევე მიდიოდა და ქრებოდა ის სადღაც. აცრის დამსახურება მგონია ის ამბავიც, რომ არავის გადავდე.

ეს ფოტო, დავირუსების მეხუთე დღესაა გადაღებული, ახლა, ცხადია, ნიღაბიც არ მიკეთია და ორშაბათს სამსახურში გავდივარ. თავს გაუფრთხილდით და ჩემი კეთილი ვირუსის ისტორია ვინმეს რამეში თუ გამოგადგებათ, ბედნიერი ვიქნები.

ამასობაში სახლში გამოძახებით მამაც ავცერით და ყველა , ვისაც გვეკუთვნის ასაკობრივად, უკვე აცრილები ვართ . მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მართლაც ძალიან ხშირად და ოპერატიულად რეკავდნენ, მადლობა ჩემს “არდის” და ცხადია, ოჯახს) დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო Nino Mamaladze არდი • ARDI

ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო!

ფოტო Natia Nutsubidze შინდისი”

თეგები: ეკა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved