• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდ19-ის ვაქცინის იმედი ტყუილად გვაქვს? – “82 მილიარდი 1 დღეში იშოვნეს და გაყიდეს კომპანიის აქციები”

ალია ავტორი - ალია
01:37 11-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

რის შესახებ ისაუბრეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ? რა რეკომენდაციები მიიღო ჯანდაცვის სისტემის პირველმა პირმა კოვიდგამოწვევის წინააღმდეგ და რა ახალ რეგულაციებს შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში?

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე „2020NEWS“-თან ამბობს:

ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან კონსტრუქციული ონლაინ შეხვედრა შედგა. გულახდილი საუბარი იყო, პირდაპირი, პროფესიონალური და კონკრეტიკაზე დაფუძნებული. მინისტრს აინტერესებდა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კოვიდპანდემიის გამოწვევის გასამკლავებლად. ძალიან ტექნიკური საუბარი გვქონდა, ბევრი მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ონლაინ შეხვედრა ძალიან პროდუქტიულიც კი შეიძლება გამოდგეს.

ჩემი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული, მკაცრი, შეიძლება არასასიამოვნოც. რეკომენდაციები შეეხებოდა, პირველ რიგში, რეანიმაციული საწოლების მობილიზებას ქვეყნის მასშტაბით. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.

რაც მთავარია, მივხედოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს. ჩვენ გვაქვს სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა, ამიტომ საველე ჰოსპიტლების გახსნა არის აბსურდი. ჩემი პოზიციაა, რომ არსებული რესურსი იყოს უფრო ოპტიმალურად გამოყენებული. მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვუთხარი, თუ სად არის რეზერვები და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. 

რამდენიმე დღეში შესაძლოა, ეს მექანიზმი ამოქმედდეს

მინისტრმა თქვა, რომ ის იყო ძალიან დაკავებული და არ იცნობდა ჩემს მოსაზრებებს. გუშინ მან ნახა ჩემი ერთ-ერთი საჯარო ინტერვიუ და ამის შემდეგ დამიკავშირდა.

–რას იტყვით ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Pfizer Inc“–ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ?

-ეს უფრო გავს უფრო ფინანსურ მაქინაციას, ვიდრე სიახლეს. უფრო ბევრი კითხვები არსებობს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხებია. ამ ფარმაკომპანიამ იმუშავა ფულზე.

არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, კომპანიამ იშოვა 82 მილიარდი  აშშ დოლარი ერთ დღეში. ყველაზე ცუდი ამბავი არის ის, რომ იმ დღესვე ამ კომპანიის დირექტორებმა და მმართველებმა გაყიდეს თავისი კომპანიის აქციები. ესეც არის ნიშანი იმის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება.

თეგები: გიორგი ფხაკაძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved