• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდ-19-ს განსხვავებული ხასიათი აღმოაჩნდა – მოვლენები წინ გვაქვს”

ალია ავტორი - ალია
20:12 10-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა:

„ადამიანები, რომლებსაც წინა გრიპის პანდემიები ახსოვთ, კოვიდის პანდემიამ სრულიად სხვა რეალობაში მოაქცია. ამის მაგალითები სხვა კორონავირუსები იყო 21-ე საუკუნეში, რომელსაც კაცობრიობა მოერია, თუმცა ეს კორონა ცოტა განსხვავებული ხასიათის აღმოჩნდა თავიდანვე, ცოტა უფრო ჯიუტია, ეტყობა ცოტა უფრო მეტად არის სიცოცხლის მოყვარული და როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს. სწორედ ეს თავის გადარჩენის ელემენტი არის, როდესაც ვირუსი იძენს უნარს, უფრო სწრაფად გავრცელდეს ადამიანებში, ანუ უფრო მეტი ადამიანის დაზარალება გამოიწვიოს. იძენს თვისებას, რომ გადასარჩენად ბევრ ადამიანში უნდა გავრცელდეს, მან რაღაცის ხარჯზე უნდა გააკეთოს ეს და ეტყობა, აქვეითებს თავის მომაკვდინებელ თვისებებს. სწორედ ამ მომაკვდინელები თვისებების გამო უფრო მძიმე და ლეტალური გამოსავლით მიმდინარე შემთხვევების დიდ რიცხვს იწვევდა.

როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, დღეს მივიღეთ ვირუსის ეს სახეობა, რომ მან შეიძინა უნარი, უფრო იოლად მიემაგროს ადამიანურ რეცეპტორებს და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების ხასიათი მიიღოს. მეორე მხრივ, ვუყურებთ მსოფლიოს სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ თითქოს, მძიმე შემთხვევებისა და ლეტალური გამოსავლით დასრულებული შემთხვევების ხვედრითი წილის ტენდენცია შეიცვალა კაცობრიობის სასარგებლოდ, ანუ ნაკლებ ადამიანს აავადებს მძიმედ და ნაკლები ადამიანი კვდება დღეს კოვიდისგან, თუმცა, ეს კვლავ რჩება ძალიან დიდ გამოწვევად.

თუ შევადარებთ მსოფლიოს საერთო მოსახლეობას და კოვიდგატანილებს, ეს ჯერ კიდევ ძალიან პატარა რიცხვია, შესაბამისად ამ „სარსკოვ 2-ს“ ჯერ კიდევ უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს, რომ კიდევ გავრცელდეს, მოვლენები წინ გვაქვს. ანუ მთელ კაცობრიობას პანდემიის დასასრულამდე ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved