• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდ-19 გარდაცვლილთა რაოდენობით უარესი სიტუაცია გვაქვს ვიდრე გერმანიას, ჰოლანდიას, რუსეთს, საბერძნეთს, უკრაინას და ა.შ – გიორგი კავკასიძე

ალია ავტორი - ალია
17:21 05-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

 მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე:

“ნაცნობი მეკითხება – იცი რატომ მოიმატა კოვიდ-19 ვაქცინაციის მსურველების რაოდენობამ? ზაფხული მოდის, ხალხს დასვენება და გართობა უნდა, ხელისუფლება კი „აცრილებს“ პრივილეგიებს დაპირდა. მაგალითად ბარებში ღამის კლუბებში უპრობლემოდ შეეძლებათ დროს გატარებაო.

მე არ ვიცი, არც მინიხავს და არც მომისმენია მთავრობის ასეთი დაპირება. მიმაჩნია რომ არასწორი იქნება მოსახლეობის სეგრეგაცია „აცრილებად“ და „არაცრილებად“.

ჩემი აზრით იმუნიზაციის (აცრის) მოტივატორი დასვენება და გართობა კი არა იმის გათვითცნობიერება უნდა იყოს რომ

1. იმუნიზირებული ადამიანი გაცილებით „რთულად“ ინფიცირდება და თუ დაინფიცირდა, გაცილებით იოლ ფორმებში გადაიტანს კოვიდ-19-ს;

2. იმუნიზაცია არის პანდემიის/ეპიდემიის შეჩერების ყველაზე სწრაფი და „უმტკივნეულო“ გზა. „უმტკივნეულოში“ კოვიდ-19 ინფიცირების შედეგად გარდაცვლილების რაოდენობას ვგულისხმობ;

3. რამდენიც არ უნდა ვიბაქიბუქოთ, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ჩვენი ჯანმრთელობის სისტემა ნაკლებად ეფექტურია ვიდრე დასავლეთის. ერთ მილიონ მოსახლეზე კოვიდ-19 გარდაცვლილთა რაოდენობით გაცილებით უარესი სიტუაცია გვაქვს ვიდრე გერმანიას, ჰოლანდიას, რუსეთს, საბერძნეთს, უკრაინას და ა.შ. ამ პარამეტრით მსოლფიოში ჩვენზე უარესი მდგომარეობა 40 ქვეყანას აქვს, ჩვენზე უკეთესი – 160 ქვეყანას.

4. რაც ნაკლები ინფიცირებული გვეყოლება, მით ნაკლები იქნება პოსტ-კოვიდ გართულებები. მაგალითად თრომბოზები და თრომბოემბოლიები, სპერმატოგენეზის დარღვევა და შესაძლო უშვილობა ახალგაზრდა მამაკაცებში და სხვა;

ეს საკითხები ფართო დისკუსიის და კოვიდ-19-თან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს.

მეორე საკითხია ჯანმოს (WHO) მიერ ავტორიზირებულ და რეკომენდირებულ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა. ამ საკითხშიც სახელმწიფოს როლი არის პრიორიტეტული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ავტორიზებულ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, ან/და მისცეს კერძო სექტორს ავტორიზებული ვაქცინების შემოტანის საშუალება და „მოცვის“ გაზრდა. რაც ნიშნევს პრიორიტეტული ჯგუფების უფასო ვაქცინაციის პარალელურ „კომერციულ“ ვაქცინაციას.”

თეგები: გიორგი კავკასიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved