მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პოლონეთში უკეთესობა დაიწყო!
პოლონეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოთაგანია, რომელმაც საზღვარი ჩაკეტა, თანაც პოლონელები მორჩილი ხალხია და სახელმწიფოსა და ეკლესიის ყველა მოთხოვნას ასრულებენ.
რა თქმა უნდა, მაღაზიები, თეატრები, სასწავლებლები, პარკები და ა.შ. დაკეტილია, ქუჩაში გასვლა მხოლოდ პირბადით შეიძლება, ტყეში სეირნობა აკრძალულია, მაგრამ ტრანსპორტი არ გაჩერებულა.
ჰოდა, აი ამ კანონმორჩილების შედეგიც:
ამ წუთას მომივიდა ინფორმაცია, რომ დღეიდან პარკებში და ტყეში სეირნობა ნებადართულია, მაღაზიებში უფრო მეტი ადამიანის შესვლაა ნებადართული.
ღიაა სამშენებლო-სარემონტო მაღაზიებიც.
პირადად მე არც ტყეში დავსეირნობ და არც მაღაზიაში მიწევდა დიდ რიგში დგომა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კორონიკოს რეგრესი დაიწყო.
…და თუ პოლონეთში დაიწყო, ესეიგი ყველგან დაიწყება!”
კომენტარები