კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა და სხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა კანონით ისჯება.
ამას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს. სამინისტროში იმედს იტოვებენ, რომ ყველა მოქალაქეს აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთართან ერთად სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის არიდებას გულისხმობს. სპეციალისტების განმარტებით, ყველაზე სერიოზულ გამოწვევად კვლავაც რჩება ის, რომ ადამიანი, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია, იყოს თვითიზოლაციაში, ან იმყოფებოდეს საკარანტინო პირობებში.
კომენტარები