ტესტირების შედეგებს ელოდებიან საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში – კოვიდინფექციის სიმპტომები რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა.
PSR ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი, მანამდე კი სავარაუდო ინფიცირებულები და მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, პროცესების ნაწილი სხდომათა დარბაზებში ტარდება, თუმცა, პროცესებს მხოლოდ მოსამართლე, დაცვისა და ბრალდების მხარეები ესწრებიან.
სასამსართლოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან კომენტარებს არ აკეთებენ. საქალაქო სასამართლოს ცნობით, თანამშრომლები ელოდებიან ტესტირების პასუხებს, თუმცა არ განმარტავს, კონკრეტულად ვის აღმოაჩნდა სიმპტომები და აღნიშნავს, რომ დადებითი პასუხების მოსვლის შემთხვევაში დასამალი არაფერია და ყველა დეტალი გახდება ცნობილი.
ნიუპოსტი
კომენტარები