• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კორონავირუსიც დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით“ – მეუფე მიქაელი

ალია ავტორი - ალია
16:05 03-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

კორონავირუსი დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, მრევლი პატრიარქის მითითებებს უნდა დაემორჩილოს და ყველაფერი კარგად იქნება.

„ყველაფერი კარგად იქნება. კორონავირუსიც დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით. ჩემს ეპარქიაში ყველაფერი კარგად არის. რა ბრძანება გამოსცა საქართველოს საპატრიარქომ და რაზეც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, ყველაფერი უნდა შევასრულოთ და ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

რაც შეეხება ზიარების წესში გარკვეული ცვლილების შეტანას, რაც ზიარების შემდგომ „სიტკბოების” მიღებისას ერთჯერადი ჭიქების გამოყენებას გულისხმობს, მეუფე მიქაელი ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები ეკლესიას ამ წესში წინა საუკუნეებშიც შეუტანია.

“იყო გარკვეული პერიოდები, 100, 200 და 300 წლის წინ რაღაცები ხდებოდა, მაგრამ დედა ეკლესია იდგა თავის ადგილზე და იმარჯვებდა შიდა თუ გარე მტერზე, ბოროტ ძალებზე, ხილულზე თუ უხილავზე. ახლაც გაიმარჯვებს. ყველანი უნდა მოვიდეთ ეკლესიაში და ბოროტი ვერაფერს დაგვაკლებს”-, განაცხადა მეუფე მიქაელმა და დასძინა:

“ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია ვართ, ერი გვაბარია, გვაქვს ჩვენი სამშობლო, გვყავს პატრიარქი. მისი უწმინდესობის ხედვას და სულიერებას ვენდობი თავიდან ბოლომდე, ამიტომ ვემორჩილები ჩემს პატრიარქს”, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა გარკვეული ცვლილებები სააღდგომო მსახურებაზე ვიხილოთ? -მეუფე მიქაელმა განაცხადა:

„პატრიარქი რასაც გვაკურთხებს და ღმერთი რასაც ინებებს, უნდა დავემორჩილოთ. ჯერ აღდგომამდე ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved