საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით პარლამენტის 18 დეპუტატია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სულ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დადასტურებულია კორონავირუსის 26 შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის 18 დეპუტატი და მათი ოფისების ოთხი თანამშრომელია, დანარჩენები პარლამენტის სხვა თანამშრომლები არიან.
საფრანგეთში კორონავირუსის 6,633 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 148 ადამიანი.
კომენტარები