„კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს დამატებით ტესტს ჩაუტარებენ, რადგან ხელახალი ანალიზის პასუხი მცირედით დადებითი დაფიქსირდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, განმეორებითი ტესტის პასუხი საეჭვო იყო და ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ ხელახალი ანალიზი.
პაციენტს ახალ სინჯს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ აუღებენ.
კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ 14 მარტს განუცხადა.
იმედინიუსი
კომენტარები